“ბარსელონას” ბრაზილიელი მეკარე, ნეტუ მურარა, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში იმ დონეს აჩვენებს, რომელსაც მისგან ელოდნენ.
Mundo Deportivo წერს, რომ მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, და მთლიანად სამწვრთნელო შტაბი 31 წლის ნეტუს ასპარეზობით ძალიან კმაყოფილია. მარკ-ანდრე ტერ შტეგენის არყოფნა გუნდს, ფაქტობრივად, არ ეტყობა. ნეტუს დამსახურებით, კუმანი გერმანელის მკურნალობის პროცესს არ დააჩქარებს და იგი მოედანს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც სათამაშოდ ბოლომდე მზად იქნება. ნიდერლანდელი მოხარულია იმ ფაქტით, რომ გასულ ზაფხულში, უკვე გადამდგარმა დირექტორთა საბჭომ მისი მოთხოვნა გაითვალისწინა და ნეტუ არ გაყიდა.
2020/21 წლების სეზონში ბრაზილიელმა კარი მშრალად სამჯერ შეინახა. ჯამში, მის ანგარიშზე 6 გაშვებული გოლია, აქედან 3 თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.
ჩემი აზრით ამ ეტაპზე ტერ შტეგენს დიდად არ ჩამოუვარდება,ერთადერთი რითიც სჯობდა შტეგო ფეხით თამაში იყო მარა ბოლოს მაგანაც აურია მაგ ამბავში+ მაგაზე უარესებიც უყლაპია
დეპაი გრიზმანის პოზიციის მოთამაშეა და გრიზმანს მის პოზიციაზე ამდენი ხნის მანძილზე ერთი თამაში აქვს ნათამაშები და მისთვის ეს ყველაზე კარგი თამაში იყო მეტი გრიზმანის ნორმალური თამაში არ მახსოვს ბარსაში და დეპაის მოყვანა რომელიც თავდამსხმელის უკან თამაშობს როცა ბარსას არ ყავს თავდამსხმელი სად უნდა ითამაშოს დეპაიმ ვიცი ბევრს სურს დეპაის ყიდვა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს არ არის ბარსას შესაფერისი ფეხბურთელი.ნუ მიწყენთ დეპაის მსურველებო.
Memphis Depay,
მესი მოვა ხასიათზე და შეყრის დარწმუნებული ვარ.დეპაი თუ მოვა ბრეიტვეიტი უეჭველი უნდა წავიდეს.
ეე ჩემო ძმაო… ნეტუ, რომ არა მაგ თამაშს 5-1 წავაგებდით ან უფრო დიდი ანგარიშით 😀 მოდრიჩის გოლზე გადართე შენ თამაშზე?
მაგიტო აფორთხიალა ლუკამ თორე არაფერო დიდი დარტყმრბოი განუხორციელებიათ ნეტოს მიმაღთ