workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ლევანტე

ლევანტე ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
როგორ შეიტყვეს “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ბართომეუს გადადგომის შესახებ

როგორ შეიტყვეს “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ბართომეუს გადადგომის შესახებ

ჟოზეპ მარია ბართომეუმ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტს ტოვებს. AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, კატალონიური გუნდის ფეხბურთელებმა და შტაბის წევრებმა ეს ინფორმაცია ტურინში, საერთო სადილზე გაიგეს. 

რეაქცია საკმაოდ არაერთგვაროვანი იყო – ზოგმა მოთამაშემ კმაყოფილება ღიად გამოხატა, ზოგი კი უბრალოდ გაკვირვებული დარჩა. მთლიანობაში კი, გასახდელში მიიჩნევენ, რომ ეს სიახლე კლუბში არსებული დაძაბულობის შესუსტებაზე დადებითად იმოქმედებს. 

ბართომეუს ფეხბურთელების ნაწილთან ახლოს არ იყო, ბოლო პერიოდში კი მათთან ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონდა. მაგალითად, ლიონელ მესი პრეზიდენტს ბოლოს რამდენიმე თვის წინ ესაუბრა. მსგავსი სიტუაცია იყო ჟერარ პიკეს შემთხვევაშიც, რომელმაც, მესის მსგავსად, თავის უკმაყოფილებაზე მედიასთან ისაუბრა. 

ფეხბურთელები, რომლებთანაც ბართომეუს შედარებით კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ფრენკი დე იონგი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არიან. 

დღეიდან არჩევნებამდე “ბარსელონას” დროებით კარლეს ტუსკეტსი უხელმძღვანელებს, რომელიც ახლახანს ჟოზეპ მარია ბართომეუს შეხვდა და მისგან კლუბის სათავეში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიიღო. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Culle
    schedule 28 ოქტ 2020, 23:47
    #4

    ჩემი აზრით მხოლოდ ბართუმეუს გადადგომა არაა ბარსას მთავარი პრობლემა გუნდს გაახალგაზრდავება სჭირდება და ამას ვერსად გაექცევი

  • me da barca
    schedule 28 ოქტ 2020, 22:47
    #3

    "მიზანს მივაღწიეთ – ბარსა მსოფლიოსთვის პატივსაცემი და საყვარელი კლუბი გახდა", – ბართომეუ
    ———
    თუ დასაცინი? ბარსას პატივისცემა ყოველთვის ქონდა შე ქინძო. ამ საუკუნეში, თუ ეს ვინმემ უფრო მაღლა აწია ეს არის ლაპორტა, გვარდიოლა და თვით ფეხბურთელები. შენი პატივისცემა კი ნულს ქვემოთაა. შენი კამერის კარი კი ღიაა, გელოდება.

  • Ronaldinho..
    schedule 28 ოქტ 2020, 19:40
    #2

    მესის მაგრა ეწყინებოდა:)))

    მიდი მესი აჩვენე ყველას რო ბართოს ბრალი იყო ეს შენი უცუდესი სეზონის სტარტი და რაღაცეები არ დაწეროთ ეხლა
    იმიტო რო მგონი დიდი რეგრესი ეწყება ლეოს რაც ძალიან არ მინდა
    თუ არ მოუმატა ბარსასთვისაც და თავის ლეგასისთვისაც ძალინ ცუდი იქნება:)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 28 ოქტ 2020, 19:24
    #1

    მესი შენ იყო იოვიჩი თუ დღეს არ გათხარო გოლი