workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca: ფაბრეგასი ორშაბათს ბარსელონაში ჩაფრინდება

Marca: ფაბრეგასი ორშაბათს ბარსელონაში ჩაფრინდება

არსენალის ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა ”ბარსელონასთან” წინასწარ შეთანხმებას მიაღწია პირიდა კონტრაქტის პირობების შესახებ მას შემდეგ, რაც ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერისგან ”ბარსელონაში” გადასვლის უფლება მიიღო, გვამცნობს marca.

ამავე გამოცემის ცნობით შაბათს ბარსელონაში ფეხბურთელის აგენტი, დარენ დინი ჩაფრინდება, ხოლო ორშაბათს თავად ფეხბურთელი უნდა ჩაფრინდეს კატალონიის დედაქალაქში. ”არსენალი” ფაბრეგასის ტრანსფერში 45 მილიონს ითხოვს, ხოლო ”ბარსელონა” 30 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ გეგმავს.

ლონდონური კლუბი ეწინააღმდეგება სესკ ფაბრეგასის სატრანსფერო ფასის შემცირებას ბოიან კრიკიჩის და ტიაგო ალკანტარას გამოყენებით. არსენ ვენგერს სურს მთლიანი თანხა, რათა სხვა ფეხბურთელები შეიძინოს. სესკის შემცვლელად მან უკვე გადაწყვიტა ”ვესტ ჰემიდან” სკოტ პარკერის შეძენა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward