კატალონიის ”ბარსელონას” ნახევარმცველი – ანდრეს ინიესტა მიიჩნევს, რომ სესკ ფაბრეგასის ”ბლაუგრანაში” გადმოსვლის შემთხვევაში, მას და ჩავი ერნანდესს სათამაშო დრო არ მოაკლდებათ, იტყობინება ესპანური გამოცემა ”მარკა”.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელები უკვე რამდენიმე წელია ცდილობენ ფაბრეგასის გუნდში დაბრუნებას. მოლაპარაკებები ამ მომენტშიც მიმდინარეობს.
”ეს ტრანსფერი ორი კლუბის კომპეტენციაა. თავად ფეხბურთელებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ ფაბრეგასი, ჩავი და მე მოედანზე ერთმანეთს კარგად შევეწყობით.თუ სესკი გადმოვა ”ბარსაში”, გუნდი კიდევ უფრო უკეთესი გახდება. ფაბრეგასის სურვილი, ”ბარსელონაში” გადმოსვლასთან დაკავშირებით, სავსებით ლოგიკურია – მას ტიტულების მოგება სურს.” – განაცხადა ანდრეს ინიესტამ.



