ოქტომბრის თვის ვიქტორინის გამარჯვებული ცნობილია

ოქტომბრის თვის ვიქტორინის გამარჯვებული ცნობილია

ჩვენს საიტზე ოქტომბრის თვის გათამაშება დასრულდა და მაისურის მფლობელიც გამოვლინდა.

სანამ გამარჯვებულს დავასახელებთ, გაგაცნობთ ბოლო ტურში დასმული კითხვების სწორ პასუხებს:

  1. რომელ წელს შედგა ლიონელ მესის ოფიციალური დებიუტი “ბარსელონას” პირველ გუნდში? – 3 ქულა
    მესიმ “ბარსელონას” პირველ გუნდში პირველი თამაში 2003 წელს ჩაატარა, მაგრამ ოფიციალურ მატჩში ეს პირველად 2004 წელს მოხდა.
  2. რამდენი გოლი აქვს სამუელ ეტო’ოს “ბარსელონას” მაისურით გატანილი? – 6 ქულა
    ამ კითხვაზე 3 პასუხი მივიღეთ: 108, 130 და 152. ეტო’ოს 108 გოლი აქვს გატანილი ლა ლიგაში, 130 გოლი აქვს ყველა ოფიციალურ თამაშში, ხოლო 152 გოლი ამხანაგურების ჩათვლით. შესაბამისად, სწორი პასუხი არის 130.
  3. ვინ იყო “ბარსელონას” პირველი პრეზიდენტი? – 9 ქულა
    “ბარსელონას” პირველი პრეზიდენტი იყო ვალტერ ვილდი. ინფორმაცია “ბარსელონას” ყველა პრეზიდენტის შესახებ.
  4. რომელი იყო “ბარსელონას” საშინაო სტადიონი “კამპ ნოუმდე”? – 12 ქულა
    “კამპ ნოუმდე” “ბარსელონას” საშინაო სტადიონი იყო “ლეს კორტსი“.
  5. ძირითადად რა ნომრით თამაშობდა იოჰან კრუიფი “ბარსელონაში”? – 15 ქულა
    როდესაც იოჰან კრუიფი “ბარსელონაში” თამაშობდა, ესპანეთში არსებობდა შეზღუდვა – სასტარტო შემადგენლობის წევრებს 1-დან 11 ნომრამდე უნდა ეტარებინათ. აქედან გამომდინარე, ნიდერლანდელს 14 ნომრით თამაში მაშინ უწევდა, როდესაც შეცვლაზე შედიოდა, თამაშების უდიდესი ნაწილი კი 9 ნომრით აქვს ჩატარებული. დეტალური ინფორმაცია “ბარსელონას” ნომრების ისტორიის შესახებ.

რაც შეეხება გამარჯვებულს – სულ გათამაშებული 90 ქულიდან 86 აიღო მომხმარებელმა ნიკით cruyff9. მან მხოლოდ ერთი კითხვა ვერ გამოიცნო, დანარჩენ 14 კითხვას კი სწორი პასუხი გასცა.

საუკეთესო შედეგები:

მომხმარებელი I ტური II ტური III ტური ჯამი
cruyff9 11 30 45 86
Supporter 11 30 39 80
Dest2Messi 11 30 39 80
საბა მიქელაძე 11 30 39 80
dato35 10 24 42 76
guga 15 30 27 72
GIO-PEP 15 18 39 72
Serenity. 15 30 24 69
პატარა პრინცი 11 30 24 65
Bobi 11 30 24 65
grizmann 11 30 24 65
Iniesta. And messi 11 18 36 65

გამარჯვებულს, მაისურთან ერთად, საჩუქრად გადაეცემა “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის 2021 წლის წევრობა. საიტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოფიციალური ფანკლუბის წევრობით დასაჩუქრდება მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე 3 მომხმარებელიც (Supporter, Dest2Messi და საბა მიქელაძე), მომდევნო თვიდან კი, საჩუქრები გადაეცემა როგორც პირველ, ასევე მეორე-მესამე ადგილზე გასულ მომხმარებლებს.

მომდევნო თვის გათამაშება დაიწყება 1 ნოემბერს და გაგრძელდება 4 ტურის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია ჩვენს გათამაშებებზე.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • Tsitsi
    25 ოქტ 2020, 21:56

    გილოცავთ! 🙏 😍

  • cruyff9
    25 ოქტ 2020, 20:05

    madlobaaa😍😍😍

  • Iniesta. And messi
    25 ოქტ 2020, 19:48

    მილოცვა ჩემგან ღირსეულ გამარჯვებულს

  • Bobi
    25 ოქტ 2020, 19:42

    ვულოცავ გამარჯვებულებს