საფეხბურთო სამყაროში მთავარ დაპირისპირებას საკმაოდ ადრეულ ეტაპზე, ლა ლიგის მე-7 ტურში ვიხილავთ. თუმცა, წინა სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამო, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში ეს დაპირისპირება “რეალისთვის” მე-6 იქნება, ხოლო “ბარსელონასთვის” – მე-5.
სათმაშო ფორმა
მიმდინარე სეზონში ვერცერთი გუნდი ბრწყინავს, განსაკუთრებით კი ეს “რეალზე” ითქმის. მადრიდელებმა ლა ლიგის 5 თამაშიდან ქულები 2-ში დაკარგეს, აქედან ერთხელ საკუთარ კედლებში დამარცხდნენ არაფრით გამორჩეულ კადისთან, ამას კი ჩემპიონთა ლიგაზე “შახტართან” ასევე საშინაო მარცხი მოაყოლეს. მიმდინარე სეზონში სულ ჩატარებული 6 თამაშიდან ზიდანის გუნდმა მხოლოდ 3 მოიგო და ამ სამ შეხვედრაშიც ვერ ბრწყინავდა. არადა, ამ 6 შეხვედრიდან რთული მხოლოდ ერთს ეთქმის – “სოსიედადთან” სტუმრად (0-0). შედეგებითაც და ნაჩვენები თამაშითაც აშკარაა, რომ “რეალი” კრიზისშია.
საქმეები კარგად არც “ბარსელონას” მისდის. ახალი მწვრთნელი, ბევრი ახალწვეული, ახალგაზრდა ფეხბურთელები, ახალი ტაქტიკა, წინა სეზონში გადატანილი შოკური მდგომარეობა… ამ ყველაფერთან სწრაფად შეგუება მარტივი არაა და “ბარსელონასაც” უჭირს. კარგი ისაა, რომ პერიოდულად წვალების მიუხედავად, წინა სეზონთან შედარებით, “ბარსა” აშკარად პროგრესის გზას ადგას, რასაც ჟერარ პიკეც აღიარებს, პროგრესი კი განწყობაზე ყოველთვის კარგად მოქმედებს, რაც არ უნდა იყოს საწყისი წერტილი.
მიმდინარე სეზონმა გვიჩვენა, რომ “ბარსელონას”, ჯერჯერობით “რეალისგან” განსხვავებით, კარგად თამაში შეუძლია. კუმანის გუნდმა ეს “ვილიარეალთან”, “სელტასთან” და ნაწილობრივ “ფერენცვაროშთან” აჩვენა. ზიდანის გუნდს, ამ სეზონში, ასეთი თამაში ჯერ არ ჰქონია.
სათამაშო ფორმის მოკლე მიმოხილვა ასეთა – “რეალი” უფრო ცუდ დღეშია.
დანაკლისი
კიდევ ერთი პუნქტი, სადაც ორივე გუნდს უჭირს, მაგრამ “რეალს” უფრო. “ბარსელონას” ტერ შტეგენი, უმტიტი და მატეუს ფერნანდესი არ ჰყავს. მართალია, ტერ შტეგენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ კუმანის ხელმძღვანელობით მას ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია და მიმდინარე სეზონის გათვალისწინებით, გერმანელი ვარსკვლავის არყოფნას დიდი დანაკლისი არ ეთქმის, მითუმეტეს, რომ ნეტუ ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება. უმტიტისა და ფერნანდესზე აბა რა გთხრათ – ფრანგი მცველი დიდი ხანია მივიწყებული გვყავს, ბრაზილიელ ნახევარმცველს კი ჯერ არც კი ვიცნობთ.
დანაკლისი “რეალს” აქვს, თუ აქვს. კაპიტნისა და ლიდერის, სერხიო რამოსის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. გუნდში მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ალბათ ითამაშებს, მაგრამ ბოლო დღემდე უვარჯიშებლობა იმის მანიშნებელია, რომ ის სრულ მზადოფნაში ვერ იქნება.
ზიდანს არ ეყოლება ედენ აზარი, მაგრამ ბელგიელის დანაკლისი ტერ შტეგენის არყოფნაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია – მას არც მიმდინარე სეზონში უთამაშია და “რეალისთვის” დიდი ძალა არც არასდროს ყოფილა. გასულ სეზონში ბელგიელმა თავი მხოლოდ 1 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა (ტერ შტეგენზე 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მეტი), რაც დიდი ვერაფერი მონაგარია. ამის მიზეზი ტრავმებია, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ აზარის არყოფნას “რეალისთვის” დიდი დანაკლისი არ ეთქმის.
“სამეფო კლუბს” არ ეყოლება არც მარტინ ედეგორი. სეზონის სტარტზე გამოჩნდა, რომ ზიდანი მადრიდში დარბუნებულ ნორვეგიელ ნახევარმცველს ენდობა, ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის 4 თამაშიდან მოედანზე სამში ვიხილეთ, მაგრამ შემდეგ მანაც ტრავმა მიიღო.
მთავარი პრობლემა კი დაცვის მარჯვენა ფლანგია, საიდანაც “რეალს” ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ანსუ ფატი ემუქრება. ალვარო ორდიოსოლამ ჯერ გუნდის მთავარი მარჯვენა მცველი დანი კარვახალი დაამტვრია, შემდეგ კი ლაზარეთისკენ მიმავალ გზას თავადაც დაადგა. “კამპ ნოუზე” ვერცერთ მათგანს ვერ ვიხილავთ. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ნაჩოს უნდა ველოდეთ, რომელმაც მიმდინარე სეზონის ორივე თამაში ამ პოზიციაზე ჩაატარა, მაგრამ სწორედ საკადრო პრობლემების გამო. ის ამპლუით ცენტრალური მცველია და ამ პოზიციაზეც არაა “ელ კლასიკოს” დონის მოთამაშე.
ასეთი პრობლემების ფონზე მარიანო დიასის არყოფნა აბა რა მოსატანია (იმის მიუხედვად, რომ “კლასიკოში” ბოლო გოლი მას ეკუთვნის).
აქაც მსგავსი სიტუაცია გვაქვს – “რეალი” უფრო ცუდ დღეშია.
ურთიერთშეხვედრები
აქ “ბარსა” უფრო ცუდ დღეშია.
მართალია, ყევლა დაპირისპირების გათვალისწინებით, “ბარსელონას” უპირატესობა აქვს (116 მოგება, 62 ფრე, 101 წაგება, 482 გატანილი და 448 გაშვებული გოლი), ხოლო ოფიციალურ მატჩებში ფრეა, ბოლო დროს, “ელ კლასიკოში” მადრიდელთა უპირატესობა შეინიშნება.
“ბარსელონასა” და “რეალს” ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთთან 244-ჯერ უთამაშიათ. არცერთ მათგანს არცერთ სხვა გუნდთან ამდენი თამაში ჩატარებული არ აქვს. ამ 244 შეხვედრიდან 96 “რეალმა” მოიგო, 96 “ბარსელონამ”, ხოლო 51 ფრედ დასრულდა. მადრიდელებმა 405 გოლი გაიტანეს, კატალონიელებმა – 399.
ლა ლიგაში ჩატარებული 180 დაპირისპირებიდან “რეალმა” 73 მოიგო, ხოლო “ბარსელონამ” – 72. გოლებში სრული თანაფარდობაა – 288-288.
დღეს წარმატების შემთხვევაში “ბარსელონა” ოფიციალურ ურთიერთშეხვედრებში წინ გაიჭრება, ხოლო ლა ლიგაში მოგებებით “რეალს” დაეწევა და გოლებით გაასწრებს.
ბოლო “ელ კლასიკომდე” “ბარსელონას” “რეალთან” 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ამ 7 მატჩში შედიოდა ერთხელ 5-1 და ორჯერ 2-ჯერ “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3-0 მოგება. თუმცა, ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია – ბოლო 2 “კლასიკოში” 1 ფრე, 1 წაგება, 0 გატანილი გოლი.
გამორჩეული ფეხბურთელები
რაც არ უნდა ორიგინალურობა გვინდოდეს, რამდენი რეკორდიც არ უნდა დაამყაროს ანსუ ფატიმ და როგორც არ უნდა ათამაშდეს რონალდუს წასვლის შემდეგ ქარიმ ბენზემა, ამ პირისპირებაში მესი-რამოსის დუელი ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. თუ არგენტინელმა აჯობა, “კლასიკოს” ბედი გადაწყვეტილი იქნება, ხოლო თუ რამოსი უკეთესი იქნება, “რეალს” საქმე მნიშვნელოვნად გაუიოლდება.
ლიონელ მესი “კლასიკოში” ყველაზე მეტი გოლისა (26) და საგოლე გადაცემის (14) ავტორია, სერხიო რამოსს კი ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტჯერ (44) უთამაშია. თუ დღეს რამოსი მოედანზე ვერ ვიხილეთ, მას მესი გაუთანაბრდება, რომელიც “რეალს” აქამდე 43-ჯერ შეხვედრია.
მიუხედავად იმისა, რომ სერხიო რამოსი თანამედროვეობის და ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, “კლასიკოში” მისი მიღწევა მხოლოდ თამაშების რაოდენობით განისაზღვრება, ამის მიზეზი კი სწორედ მესია.
ამ ფეხბურთელებს შორის სულ ჩატარებული 43 შეხვედრიდან მესიმ 19 მოიგო, რამოსმა 15, ხოლო 9 ფრედ დასრულდა. არგენტინელმა 27 გოლის გატანა მოახერხა (26 “ბარსელონაში”, 1 არგენტინის ნაკრებში), ხოლო ესპანელმა – 4 (ოთხივე “რეალში”).
მესის გოლი ბოლო 5 “კლასიკოში” არ გაუტანია. ასეთი შედეგი მას ერთხელ, 2014/2016 წლებში ჰქონდა, როდესაც უგოლოდ ზედიზედ 6 “ელ კლასიკო” ჩაატარა.
არბიტრი
შეხვედრის მთავარი არბიტრი 38 წლის ხუან მარტინეს მუნუერა იქნება, რომელიც “ელ კლასიკოში” პირველად იმსაჯებს.
თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, “ბარსელონა” მარტინეს მუნუერას ფავორიტი გუნდია. კატალონიელებმა მისი მსაჯობით ჩატარებული თამაშების 75% მოიგეს. მე-2 ადგილზე “რეალია” 63%-ით.
“ბარსელონასაც” და “რეალსაც” ხუამ მარტინეს მუნუერას მსაჯობით 24-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებს 18 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი აქვთ, ხოლო მადრიდელებს 15 მოგება, 5 ფრე და 4 მარცხი.
მუნუერას “ბარსელონას” ფეხბურთელი მოედნიდან გაძევებული არ ჰყავს. “ბლაუგრანას” სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი მან 6-ჯერ დანიშნა. მეტოქე ფეხბურთლი ხუან მარტინესმა 3-ჯერ გააძევა, “ბარსას” კარში კი პენალტი ერთხელ დანიშნა.
“რეალის” სტატისტიკა ასეთია – 1 წითელი ბარათ და 5 პენალტი, ხოლო მადრიდელთა მეტოქეების – 2 წითელი ბარათი და 2 თერთმეტმეტრიანი.
სტატისტიკა
- ლა ლიგაში საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 33 თამაშიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 1 წააგო;
- “რეალს” ლა ლიგაში სტუმრად 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- ბოლო 3 “კლასიკოში” “ბარსელონამ” მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა, “რეალმა” – ორის;
- “კამპ ნოუზე” ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ “კლასიკოში” “რეალმა” ბოლოს 2016 წელს მოიგო;
- რონალდ კუმანს “ელ კლასიკოში” 14-ჯერ უთამაშია. მის ანგარიშზე 6 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება და 5 გოლია;
- ზინედინ ზიდანს “ელ კლასიკოში” 11-ჯერ უთამაშია. მის ანგარიშზე 4 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება და 3 გოლია.
მწვრთნელების კომენტარები
რონალდ კუმანი: “ბარსელონასა” და “რეალს” შორის დაპირისპირების დროს ყოველთვის დიდი ზეწოლაა. “რეალის” მიერ 2 მატჩის წაგება არ ნიშნავს, რომ იგი დიდი გუნდი არაა. “ბლანკოსი” ძალიან გამოცდილია. მადრიდელები მოგებას შეეცდებიან.”
რონალდ კუმანის კომენტარი სრულად.
ზინედინ ზიდანი: “ორი მატჩის წაგების შემდეგ, “ბარსელონასთან” შეხვედრა, მდგომარეობის გამოსასწორებლად და იმის საჩვენებლად, რომ პროგრესი გვინდა, იდეალური ვარიანტია.”
ზინედინ ზიდანის კომენტარი სრულად.
სავარაუდო შემადგენლობები
სავარაუდო შემადგენლობების გაცნობის დროს ვხვდებით, რომ ხვალინდელი თამაშის წინ რამდენიმე კითხვის ნიშანია: იქნება თუ არა ჟორდი ალბა “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში; “ბარსელონას” შეტევაში გრიზმანი იქნება, ტრინკაუ თუ დემბელე; ითამაშებს თუ არა “რეალში” მენდი და თუ კი – დაცვის რომელ ფლანგზე; ვისზე შეაჩერებს ზიდანი არჩევანს – დაცვით ვალვერდეზე თუ შემტევ ასენსიოზე.
WhoScored
ბარსელონა (4-2-3-1): ნეტუ, ს. რობერტო, პიკე, ლანგლე, დესტი, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, კოუტინიო, ფატი, მესი.
რეალი (4-3-1-2): კურტუა, ნაჩო, ვარანი, რამოსი, მარსელო, ვალვერდე, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ვინისიუსი, ბენზემა.
Sportsmole
ბარსელონა: ნეტუ, ს. რობერტო, პიკე, ლანგლე, დესტი, ბუსკეტსი, დე იონგი, ტრინკაუ, კოუტინიო, ფატი, მესი.
რეალი: კურტუა, ნაჩო, ვარანი, რამოსი, მენდი, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ვინისიური, ბენზემა, ასენსიო.
Sportskeeda
ბარსელონა (4-2-3-1): ნეტუ, ს. რობერტო, პიკე, ლანგლე, დესტი, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, კოუტინიო, ფატი, მესი.
რეალი (4-3-3): კურტუა, მენდი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი.
Tribuna
ბარსელონა (4-2-3-1): ნეტუ, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, დემბელე, კოუტინიო, ფატი, მესი.
რეალი (4-4-2): კურტუა, მენდი, ვარანი, რამოსი, მარსელო, ვალვერდე, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, ბენზემა, ვინისიუსი.
Marca
ბარსელონა (4-2-3-1): ნეტუ, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, კოუტინიო, ფატი მესი.
რეალი (4-4-2): კურტუა, ნაჩო, ვარანი, რამოსი, მენდი, ვალვერდე, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ვინისიუსი, ბენზემა.
პროგნოზი
პროგნოზები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ წესით წინ ძალიან დაძაბული თამაში გველის.
- WhoScored: 2-2
- Sportsmole: 1-1
- Sportskeeda: 2-1
- Squawka: 2-1
- Onefootball: 2-1
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge წარმოგიდგენთ.
საწყენია რო ისევ წავაგეთ.
ტერ შტეგენი
მინგესა-პიკე-გარსია-ალბა
დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
დესტი-დეპაი-ანსუ ფატი
ანსუ ფატი-კოუტინიო
მინგესა-დემირი
ბუსკეტსი-გავი
ალბა-ნიკო
დეპაი-აგუერო
ბარსელონა რომ გამართულად თამაშობდეს ამ რეალის მოგება პრობლემა არ იქნებოდა მაგრამ არავინ იცის როგორ ჩაატარებს კუმანი თავის პირველ კლასიკოს. მესისაც დიდი ხანია არაფერი უქნია და მოტივირებული უნდა იყოს. დაცვა მაღელვებს ერთი ცენტრში ორი ფალოსი გვიდგას.
შანსი გვაქვს რომ გადავუაროთ!! ⚽⚽⚽💪💪💪💪💙❤️იმედია ასეც მოხდება🙂😊🏆🏆🏆🏆🏆⚽⚽