საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ სანდრო როსელი, რომელიც გახლავთ კლუბის პრეზიდენტობის ერთ–ერთი უმთავრესი კანდიდატი, არ გამოდგება ამ მისიისთვის.
ლაპორტა თვლის, რომ როსელი მთლიანად არის მოკლებული შემოქმედებას და არ არის ღისრეული კანდიდატურა კლუბის პრეზიდენტის პოსტისთვის.
“სენიორ როსელი საშიშროებას წარმოადგენს კლუბის ამჟამინდელი ფილოსოფიისა და მოდელისთვის. ის გახლავთ დემაგოგი, რომელმაც ვერ შეძლო აქამდე წამოეყენებინა ვერც ერთი ახალი იდეა. მე მომიწია მასთან მუშაობა და შემიძლია ვთქვა, რომ იგი გალხავთ ინტერვენციონისტი, ხოლო ჩვენი კლუბის ერთ–ერთი საბაზო პრინციპი ინტერვენციონიზმისგან თავისუფლებაა. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიწყებთ სწორად მუშაობას, როდესაც არ ვერევით პროფესიონალების მუშაობაში და ვაძლევთ მათ საშუალებას დაკავდნენ თავიანთი საქმით” – განაცხადა ლაპორტამ.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს სიტყვები ლაპორტამ მას შემდეგ თქვა, რაც როსელმა განაცხადა, რომ “ბარსას” ასტრონომიული რაოდენობის ვალები დაუგროვდა.