მოგეხსენებათ, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე, სეზონის პირველ “ელ კლასიკოს” “კამპ ნოუ” უმასპინძლებს.
Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩს მატეო ლაოსი, ხესუს ხილ მანსანო ან ხოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის.
აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მადრიდელთა ბოლო მატჩში, სადაც ისინი “კადისთან” დამარცხდნენ (0-1), VAR-ის ოთახიდან ხაიმე ლატრეს ასიტენტობას უწევდა.
როგორც ცნობილია, არბიტრებს საბოლოოდ კომიტეტის წევრები, ველასკო კარბალიო და ლოპეს ნიეტო დააკომპლექტებენ.