კატალონიის “ბარსელონამ” შემოთავაზება მიიღო ლონდონის “ჩელსისგან” იაია ტურეს შეძენის თაობაზე, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას თანხა ეცოტავა. საუბარია 20 მილიონ ევროზე. როგორც ჩანს, ლაპორტა თვლის, რომ აფრიკელი უფრო ძვირი ღირს.

იაიას სურს ძირითადში თამაში, მაგრამ პეპ გვარდიოლა სერხი ბუსკეტსს ამჯობინებს. სწორედ ამიტომ, ტურემ “ბარსელონას” დატოვება გადაწყვიტა. კატალონელებს უკვე ჰქონდათ შემოთავაზება მანჩესტერ “სიტისგან”, სადაც იაიას ძმა, კოლო ტურე თამაშობს. შემოთავაზებული თანხა 17 მილიონი ევრო იყო, რაც ძალიან ცოტაა მის ფასთან შედარებით. მის მყიდველებს, მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევთ.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობას სურს, რომ ტურე გამოიყენონ სესკ ფაბრეგასის ტრანსფერში, თუმცა თავად აფრიკელია უარზე.მისი აგენტის თქმით, მის კლიენტი იმსახურებს ისეთ კლუბში თამაშს, რომელიც ტიტულებს მოიგებს.
წყარო : http://www.totalbarca.com