მიუნხენგლადბახის ”ბორუსიას” მთავარ მწვრთნელს, ლუსიენ ფავრს ეჭვი არ ეპარება იმაში, თუ ვინ არის მისთვის მწვრთნელის იდეალი, გადმოვცემს გერმანული Bild.
ფავრის სიტყვებით ის ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ”ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელით, იოჰან კრუიფით და ამჟამინდელი მწვრთნელით, პეპ გვარდიოლათი.
”კრუიფის ფილოსოფიამ ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია. მის გუნდს უნდა ეთამაშა ჭკვიანურად, ეკონტროლებინა ბურთი, დაეცადა საჭირო მომენტისთვის და განეხორციელებინა სასიკვდილო დარტყმა. პეპ გვარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელია, რადგან ის იოჰან კრუიფთან ჩამოყალიბდა” – განაცხადა ფავრმა.



