workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანი: მემფის დეპაის შეძენას ისევ ვეცდებით

კუმანი: მემფის დეპაის შეძენას ისევ ვეცდებით

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ღიად აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე მემფის დეპაის დამატებას ისევ ეცდება. 

“დიახ, ამის შანსი ნამდვილად არსებობს. დეპაი ძალიან მომწონს და ვეცდებით, ის დავიმატოთ, თუმცა კლუბის ფინანსურ სიტუაციაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ვნახოთ, როგორი მდგომარეობა იქნება იანვარში. 

რა თქმა უნდა, მას გუნდის იდეებზე უკვე ვესაუბრე. რეალურად, ყველაფერი უკვე მზად იყო, მაგრამ ლა ლიგის რეგულაციების გამო ამ ტრანსფერამდე ჯერ ფეხბურთელი უნდა გაგვეყიდა”. – ციტირებს კუმანის სიტყვებს AD.nl. 

დეპაი, რომელსაც რონალდ კუმანი “ბარსაში” გადმოსვლამდე ჰოლანდიის ნაკრებში წვრთნიდა, სექტემბერში “ბლაუგრანას” მთავარი სამიზნე იყო, თუმცა კატალონიელებმა მისი “ლიონიდან” გადმოყვანა ვერ შეძლეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • Messiah
    schedule 18 ოქტ 2020, 15:10

    გრიზმანი და დემბელე უნდა წავიდეს … იმედია ჯამში … 150 მილიონს მაინც ვიშოვით ჯამში …