“ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების საშუალო ასაკი შეამცირა და ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ჰყავს, იტყობინება Football Espana.
ამჟამად გუნდის საშუალო ასაკი 25,5 წელია, გასულ სეზონში – 26,9 წელი. აღნიშნული მაჩვენებელი 26 წელზე დაბლა 2014/2015 სეზონის შემდეგ პირველად ჩამოვიდა, მაშინ საშუალო ასაკი 25,7 წელი გახლდათ.
გუნდის გაახალგაზრდავებას ხელი ვეტერანი ვარსკვლავების წასვლამ შეუწყო: ლუის სუარესი (33 წლის), ივან რაკიტიჩი (32 წლის), არტურო ვიდალი (33 წლის), ერთადერთი ტრანსფერი, რომელიც ამ ტენდენციას ეწინააღმდეგება, 30 წლის მირალემ პიანიჩის შეძენა იყო.




მაგ სეზონში ტრებლი დავდეთ და წელს არამგონია ეგ მოხდეს😂