workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეულოფეუ: მესი გასაოცარია, მაგრამ ჩემთვის რონალდინიო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია

დეულოფეუ: მესი გასაოცარია, მაგრამ ჩემთვის რონალდინიო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია

“ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ, ჟერარ დეულოფეუმ, რომელიც ამჟამად ინგლისური “უოტფორდის” ღირსებას იცავს, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში კატალონიელთა ლეგენდებზე, ლიონელ მესიზე და რონალდინიოზე ისაუბრა.

“ჩემთვის, რონალდინიო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მე შევხვდი მას, როდესაც “კამპ ნოუზე” თამაშის საყურებლად წავედი, ბრაზილიელი ჩემს წინ იჯდა, ეს გასაოცარი იყო. 

ლიონელ მესიც საოცრებაა, მე ძალიან მომწონს ის. ლეოსთან ერთად 6 თვე ვთამაშობდი, ის კარგი პიროვნება და დიდებული მოთამაშეა. მესის მთელი მსოფლიო იცნობს.” – დეულოფეუს სიტყვებს Marca ციტირებს.

ჟერარ დეულოფეუ “ბარსელონაში” 2003 წელს ჩაირიცხა, რამდენიმე იჯარის შემდეგ კი კლუბი საბოლოოდ 2018 წელს დატოვა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • ferreira10
    schedule 14 ოქტ 2020, 19:11
    #2

    ციტატა: Clever liar
    ჩემთვისაც, არავინ და არაფერი ყოფილა ფეხბურთში რონალდინიოს თამაშზე მომხიბვლელი და მომნუსხველი აქამდე და მომავალი ვნახოთ…


    +1

  • Clever liar
    schedule 14 ოქტ 2020, 19:06
    #1

    ჩემთვისაც, არავინ და არაფერი ყოფილა ფეხბურთში რონალდინიოს თამაშზე მომხიბვლელი და მომნუსხველი აქამდე და მომავალი ვნახოთ…