workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტო ფირმინო: კოუტინიოს მაგიური ძალები აქვს

რობერტო ფირმინო: კოუტინიოს მაგიური ძალები აქვს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “ლივერპულის” შემტევი, რობერტო ფირმინო, თანამემამულე ფილიპე კოუტინიოს მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

“იგი ფენომენალურია. უბრალოდ, ვერ იტყვი, რომ ის ჯადოქარი არ არის. მას მაგიური ძალები აქვს, ისეთ რაღაცებს აკეთებს, რასაც წინასწარ ვერ მოიფიქრებ.

თუ გინდა მიხვდე რა გააკეთა, განმეორებას უნდა უყურო. წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ჩემთვის, დიდი პატივი იყო მასთან ერთად “ლივერპულში” თამაში და დიდი პატივია მასთან ერთად “სელესაოში” თამაში.

მე ფილიპეს დიდი გულშემატკივარი ვარ. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია”, – თქვა ფირმინომ FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინ, კოუტინიოს გოლისა და ფირმინოს დუბლის წყალობით, ბრაზილიის ნაკრებმა ბოლივია გაანადგურა. მათ მომდევნო მატჩი ხვალ, გამთენიისას, პერუს წინააღმდეგ ელით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • DyBaLa21
    schedule 13 ოქტ 2020, 17:34
    #1

    დიახ!