ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხბურთი (ნამდვილი ფეხბურთი, სოკერი) სწრაფი ტემპებით ვითარდება, რისი მტკიცებულებაც ევროპულ გუნდებში ამერიკელი ფეხბურთელების მატებაა.
ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშებისთვის შტატების 10 წარმომადგენელია დარეგისტრირებული, რაც მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა.
ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის განაცხადში 2 ამერიკელი ჰყავს, “ბარსელონაა”. კატალონიელებმა ფლანგის მცველი და შემტევი, სერჟინიო დესტი და კონრად დე ლა ფუენტე დაარეგისტრირეს.
სხვა ამერიკელები, რომლებიც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ: ჰორვატი (ბრიუგე), ადამსი (ლაიფციგი), პულისიჩი (ჩელსი), მაკენი (იუვენტუსი), სტეფენი (მანჩესტერ სიტი), რეინა (დორმტუნდი), რიჩარდსი (ბაიერნი), მენდესი (აიაქსი).