workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ბერნდ შუსტერი: მესის სიტუაცია მაღელვებს, არ ვიცი, ესმის თუ არა ლეოს თავისი როლი

ბერნდ შუსტერი: მესის სიტუაცია მაღელვებს, არ ვიცი, ესმის თუ არა ლეოს თავისი როლი

“ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ, ბერნდ შუსტერმა, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში კატალონიელების კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

“მესის სიტუაცია მაღელვებს, არ ვიცი, ესმის თუ არა ლეოს თავისი როლი. აქამდე ის შეტევაში ლუის სუარესსთან ერთად მოქმედებდა, ახლა ურუგვაელი კლუბში აღარაა, მესი კი “ცრუ ცხრიანის” პოზიციაზე მოქმედებს. ამის მიუხედავად, არგენტინელი ნახევარდაცვის სხვა ზონებშიც მოქმედებს, ცენტრფორვარდის პოზიცია კი თავისუფალი რჩება, იქ არავინ იმყოფება.” – შუსტერის სიტყვებს Sport ციტირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Heisenberg
    schedule 07 ოქტ 2020, 15:04
    #4

    სწორს ამბობს შუსტერი და კუმანიც ხვდება მაგას. მალე გრიზმანი სკამზე გადაჯდება.

    რატომ ვერ თამაშობს მესი ისე როგორც უნდა იყოს? ფატი კარგად ეხსნება და პასებსაც აძლევს ლეო, გოლებიც გააქვს. აი მარჯვნიდანაც იგივე აგრესია უნდა მოდიოდეს, იგივე სისხარტე და დაწოლა.

    გრიზმანი არის მკვდარი. მაგრად მგონია რო ბრაიტვეიტს დააყენებს ხოლმე აწი გრიზმანზე მეტად და ასევე ტრინკაუსაც.

    ბრაიტვეიტი ძაან სწრაფია და ფიზიკურად ძლიერია, აპრესინგებს. ფლანგზე დადგომაც შეუძლია და მესის დააზღვევს ხოლმე, შეიცვლის პოზიციებს და კუმანის აგრესიულ სწრაფ სტილში ჩაჯდება მგონია. ნუ მერე დეპაი მოვა ზამთარში და დავლაგდებით.

  • Flying Johan
    schedule 07 ოქტ 2020, 12:20
    #3

    აი ზუსტი სეფასებაა … მესი რო ჩამოდის ნახევარდაცვაში და წინ სივრცე თავისუფლდება შემტევმა უნდა დაკეტოს და დაელოდოს მესის პასებს მარა ფორვარდი არ გვყავს.. გვყავს გრიზმანი რომელიც უკან პასის გარდაა არაფერზე არ ფიქრობს

  • Giorgi99
    schedule 07 ოქტ 2020, 12:11
    #2

    შუსტერი ტყუილად არ იტყოდა, ახალ სქემაში მესის გოლების გატანა უჭირს და ეს ძალიან ცუდია. იმედია რამეს მოუხერხებს კუმანი თორემ რონალდუ წელს რეკორდებს დახსნის და გაუჩნდებათ სალაპარაკო . კრიშტიანუ ჯობია მესისო.

  • M10 S9 D11
    schedule 07 ოქტ 2020, 11:13
    #1

    მაგ პოზიციაზე რო თამაშობდა მაშინ მოხსნა გერდ მიულერის რეკორდი და 91 გოლი გაიტანა და მესის თუ არ ესმის აბა ვის ესმის