workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” რაფინიას სარფიანად გაყიდვა შეეძლო

“ბარსელონას” რაფინიას სარფიანად გაყიდვა შეეძლო

გუშინ, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “ბარსელონამ” 27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა “პარი სენ-ჟერმენში” გაუშვა.

ცნობილია, რომ რაფინია პსჟ-ს უფასოდ შეუერთდა. ფრანგულმა კლუბმა კატალონიელებს, ბონუსების სახით, შესაძლოა, მხოლოდ 3 მილიონი ევრო და ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან 35% გადაუხადოს.

Radio Marca-ს ჟურნალისტის, ფელიქს მონკლუსისა და La Porteria-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, როგორც ირკვევა, “ბლაუგრანას” რაფინიას ტრანსფერის თაობაზე 8, 10 და 12-მილიონიანი შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა კლუბმა ყველა მათგანი უარით გაისტუმრა. კატალონიელები ახლა ამას მწარედ ნანობენ. შესაძლოა, ეს “ბარსას” ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან არც უნდა გაგვიკივრდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • NeymardaSilva
    schedule 06 ოქტ 2020, 23:41
    #1

    :)))) ვეღარც ვბრაზდები