“ჩელსის” ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე, “ბარსელონას” შემტევი, ანტუან გრიზმანი კატალონიურ კლუბში წარმატებებს მიაღწევს.
“აშკარაა, რომ გრიზმანს “ბარსას” მსგავს დიდ კლუბში გადასვლით მარტივი გზა არ აურჩევია. ეს მის კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია.
ახალ კლუბში ადაპტაცია ადვილი არაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენს გვერდით ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, როგორიც ლეო მესია.
გრიზმანზე არ ვღელავ. “ბარსელონაში” ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. უბრალოდ, ჯადოსნური ფორმულა უნდა იპოვო. ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ ანტუანი ამას თავს გაართმევს. ამასთანავე, ის “ბლაუგრანას” მომავალია, რადგან მესი ოდესღაც კარიერას დაასრულებს”, – ციტირებს ჟირუს სიტყვებს RMC Sport.
ანტუან გრიზმანი კატალონიურ გუნდს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა 29 წლის ფეხბურთელი მასზე გაცემულ ავანებს, ჯერჯერობით, ვერ ამართლებს.


ეს რა ნაროდია, წადით გაა***თ პსჟ-ში, მარსელში და ლიონში, ან სულაც მონაკოში ან ნანტში და იქედან იბლატავეთ!
ლენგლე,უმთითი,გრიზმანი,დემბელე,ტოდიბო… დინი კიდევ კაი გაიყიდა და ტოდიბოც იჯარით მოშორდა აქაურობას
ერთადერთი ისევ ლენგლე თუ უქნია რამეში, საშუალოდ 5 ფრანგში 1-მა რომ ივარგოს…
დიდი სიამოვნებით გავწმენდდი გუნდს ფრანგებისაგან და ბრაზილიელებისაგან! მაქსიმუმ 1 კაცს დავიტოვებდი
მესი რო წავაო 😂😂😂 გეგონება გრიზი 20 წლის ბიჭი მყავდეს 😂😂😂
როდესაც მესი კარიერას დაასრულებს (სავარაუდოდ 38-40 წლის ასაკში) მაშინ ანტუანი ალბათ მლს-ში იქნება
3.5 წელია ასაკში სხვაობა, 30 ხდება გაზაფხულზე, რა მოსწია ასეთი ოლივიემ?!
ფატიზე რომ ეთქვა, კიდევ ჰო…
დემბელეზე კიდევ მოერიდა, რადგან კლუბის მასხარად აგდება გამოუვიდოდა
გვეკაიფება ესჩემალალა მგონი 🤣