მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა.
რაფინია კატალონიური კლუბის აღზრდილია. 27 წლის ფეხბურთელმა “ბარსაში” 89 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 11 ტიტული მოიგო.
“ბლაუგრანა” YouTube-ის ოფიციალურ არხზე გვთავაზობს ვიდეოს, რომელშიც ბრაზილიელი მოთამაშის “ბარსელონური” კარიერის საუკეთესო მომენტებია ასახული.
თბილისში გატანილი გოლიც მოხვდა ამ ვიდეოში