workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრიციო რომანო: დემბელე “მანჩესტერში” არ გადადის

ფაბრიციო რომანო: დემბელე “მანჩესტერში” არ გადადის

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობის მიხედვით, უსმან დემბელე “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავა. 

ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე, რომელსაც მემფის დეპაის “ბარსელონაში” მოსვლისთვის გზა უნდა გაეთავისუფლებინა, დღეს ძალიან ბევრი იწერებოდა. “იუნაიტედს” დემბელეს იჯარით დამატებას ითხოვდა, თუმცა კატალონიელებს მხოლოდ სრული ტრანსფერი სურთ და შეთანხმება ვერ შედგა. 

როგორც იცით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. 

რაკი დემბელეს გაყიდვა ვერ ხერხდება, “ბარსელონა” ცდილობს, გუნდიდან რაფინია ალკანტარა გაუშვას და დეპაის შესაძენად საჭირო თანხა ასე შეაგროვოს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 06 ოქტ 2020, 01:14
    #2

    ეს ჯართის გროვა რავერ მოვიშორეთ

  • M10 S9 D11
    schedule 06 ოქტ 2020, 00:31
    #1

    ძალიან კარგი საჭიროა ეს ბიჭი გუნდში და გაიგეთ ზარმაცია უდისციპლინო მარა საჭიროა მესის მერე ამას შეუძლია ყველაზე კარგად გამწვავება