workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტოდიბოს “ბენფიკაში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია

ტოდიბოს “ბენფიკაში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და “ბარსელონა” ცდილობს არასაჭირო ფეხბურთელები მოიშოროს. მათ შორის ერთ-ერთია ჟან-კლერ ტოდიბო, რომელსაც, ბოლო დროს, “ფულემს” უკავშირებდნენ, მაგრამ ინგლისურ კლუბში გადასვლა ფეხბურთელმა იუარა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ფრანგი ცენტრალური მცველის “ბარსელონადან” წასვლა გადაწყვეტილია, მაგრამ უცნობი იყო მისი მომდევნო გუნდი. პორტუგალიელი ჟურნალისტის, გონსალო ლოპეშის ინფორმაციით, ეს გუნდი ლისაბონის “ბენფიკაა”. მხარეები მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ და ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.

თუ ეს ინფორმაცია გამართლდა, ტოდიბო პორტუგალიურ გუნდში ერთწლიანი იჯარით ითმაშებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Wtf man
    schedule 05 ოქტ 2020, 22:14
    #3

    ეს ტოდიბოც მაგარი დაქნევაა. პრემიერ ლიგაში არ მიდის და პორტუგალიაში მიდის? ფულემში უეჭველი სასტავის კაცი იქნებოდა და თავი რო წარმოეჩინა რომელიმე გრანდი უეჭველი დაითრევდა და ამან პორტუგალიაო

  • getsby
    schedule 05 ოქტ 2020, 22:05
    #2

    რით ვერ გააგდეს ბართომეო რა ტვინი წაიღეს , აღარაა გუნდი გაანადგურა ყველაფერი ფეხბურთელება ვერ ყიდიან და ტიპები უფასოდ უშვებენ,ტფუი

  • Dimitri359
    schedule 05 ოქტ 2020, 22:03
    #1

    გრიმალდოში გაუცვალონ ბენფიკას და ფირპო გაყიდონ 🙂