კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, “ბარსელონა” რევოლუციური პროექტის, Espai Barca-ს განხორციელებას მაინც აპირებს.
დღეს, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი მოიშმა, Espai Barca-ზე განახლებული ინფორმაცია შემოგვთავაზა, რომელსაც რამდენიმე პუნქტად გაგაცნობთ:
- 2014 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით, პროექტი ლეს კორტესის რაიონში, “ბარსელონას” საკუთრებაში არსებულ 19.2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განხორციელდება;
- პროექტის ნაწილი (იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონი, ჟოან გამპერის სახელობის საწვრთნელი ბაზა) უკვე განხორციელდა, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინაა – განახლებული “კამპ ნოუ”;
- 2014 წლის შემდეგ პროექტის ღირებულება 600 მილიონიდან 815 მილიონ ევრომდე გაიზარდა (725 უშუალოდ პროექტის ღირებულება და და 90 მილიონი პროცენტი);
- პროექტს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო კომპანია Goldman Sachs აფინანსებს;
- კონტრაქტის ხანგრძლივობა 30 წელი იქნება – 5 წელი მშენებლობა და 25 წელი მართვა;
- თანხის გადახდა 2024/25 წლების სეზონში დაიწყება და 25 წელს გასტანს;
- პროექტის განხორციელების შემდეგ “ბარსელონა” წელიწადში დამატებით 150 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს (50 მილიონი სტადიონის სახელის გაყიდვითა და ახალი სპონსორების მოწვევით; 50 მილიონი VIP ბოქსებისა და ახალი ადგილების დამატებით; 50 მილიონი განახლებული მუზეუმის ახალი მნახველებით, სტადიონის გაზრდილი ტევადობით, სივრცეების გაქირავებითა და პარკინგით).
- პროექტის ახალი ვარიანტი არ სცდება 2014 წელს დადგენილ 3 წითელ ხაზს: 1) პროექტი კლუბის წევრების ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს; 2) სპორტული პროექტი რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს; 3) კლუბის აქტივები არ უნდა დაგირავდეს.
უახლოეს მომავალში ჩვენი საიტი Espai Barca-ზე დეტალურ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.
https://www.soccer.ru/news/1208075/depay-memfis-barselona
https://www.nachedeu.com/депай-согласился-на-переезд-в-барсело/
რაღაცა ინფორმაცია დადეთ რა ხდება?
ეეე რატო არ ისმის არაფერი ვერ ვიფორმებთ ვითომ დეპაის?
მოედანი კიარა ყველგან იწერება დეპაიზე და დაწერეთ თქვენც რაღაცა .