workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” სატრანსფერო მდგომარეობა ფანჯრის დახურვამდე 1 დღით ადრე

“ბარსას” სატრანსფერო მდგომარეობა ფანჯრის დახურვამდე 1 დღით ადრე

ხვალ, ესპანეთში სატრანფერო ფანჯარა იხურება. Mundo Deportivo მიმოიხილავს იმ ფეხბურთელთა მდგომარეობას, რომლებიც შეიძლება “ბარსელონას” შეუერთდნენ ან დატოვონ.

ერიკ გარსია

ესპანელ ცენტრალურ მცველს “ბარსაში” დაბრუნება სურს, თუმცა კლუბებს შორის შეთანხმება, ჯერჯერობით, მიღწეული არ არის. MD-ს ცნობით, ამჟამად, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის მოლაპარაკება 5 მილიონ ევროზე მიმდინარეობს.

მემფის დეპაი

დიდი ალბათობით, რონალდ კუმანის სურვილი არ ახდება და დეპაი 2020/21 წლების სეზონს “ლიონში” გაატარებს. ამის თქმის საფუძველს უსმან დემბელეს კლუბში დარჩენა და “ლიონის” პრეზიდენტის, ჟან-მიშელ ოლას, სიტყვები იძლევა, მან ნიდერლანდელის ტრანსფერი გამორიცხა.

ჟან-კლერ ტოდიბო

ფრანგს რამდენიმე შემოთავაზება აქვს. ESPN-ის მტკიცებით, “ფულემი” მის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს თმობს. ასევე, ტრანსფერით დაინტერესებულ კლუბთა შორისაა დორტმუნდის “ბორუსიაც”. ფრანგის მიზანს სტაბილური სათამაშო პრაქტიკის ქონა წარმოადგენს, რასაც “ბარსაში” იგი ნაკლებად მიიღებს. ტოდიბოს გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე საათი აქვს.

სამუელ უმტიტი

თუ რამე სასწაული არ მოხდა, უმტიტი “ბარსაში” დარჩება. ერთადერთი რეალური ვარიანტი “ლიონი” იყო, თუმცა მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ და მაღალმა ხელფასმა ტრანსფერს ხელი შეუშალა.

რაფინია ალკანტარა 

მსგავსად უმტიტისა, კატალონიაში რჩება რაფინიაც. მას წასვლა სურდა, თუმცა “ბარსას” მიერ მოთხოვნილი 16 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არცერთი კლუბი არ აღმოჩნდა. იგი კლუბს, სავარაუდოდ, ზამთარში, უფასოდ, დატოვებს.

უსმან დემბელე

ბოლო დღეებში იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა, Cadena SER-ის ცნობით, უსმანმა “ბარსელონაში” დარჩენა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისთვის ბრძოლა აირჩია.

მატეუს ფერნანდესი

7 მილიონ ევროდ ნაყიდი ბრაზილიელი ნახევარმცველის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. “ბარსელონას” მისი განათხოვრება სურს. პრიორიტეტი ესპანეთია, თუმცა ფეხბურთელის აგენტის თქმით, მოლაპარაკებები რამდენიმე უცხოურ კლუბთან მიმდინარეობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Anssumane
    schedule 04 ოქტ 2020, 22:00
    #2

    არადა გარსია მაგარი ბიჭია

    ახურებს სიტი რა ნამეტანს არ უნდათ და უფასოდ მოგვივა მომავალ წელს ან ზამთარში კაპიკებში და ეგაა რა

  • Pique_3
    schedule 04 ოქტ 2020, 21:33
    #1

    *რაკში გაიკეთოოონ ბიჭოოოო გარსიაა🙁რას ჩაიციკლეეენ ამ ტიპზე ვაფშე არაფერი განსაკითრებული მცველიიი არაა😏ტოდიბოს თამაში ინტერთან მთელ მაგის მანჩესტერულ კარიერას ჯობია😏