workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: “ბარსელონა” ფეხბურთელში ძალიან ბევრს არასოდეს იხდიდა

ჟოან ლაპორტა: “ბარსელონა” ფეხბურთელში ძალიან ბევრს არასოდეს იხდიდა

ჟოან ლაპორტა: "ბარსელონა" ფეხბურთელში ძალიან ბევრს არასოდეს იხდიდა

  კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი არსად არ მიდის, მიუხედევად დავიდ ვილიას გადმობარგებისა. მან ასევე გააკეთა კომენტარი ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველის-ცესკ ფაბრეგასის შესაძლო გადმოსვლაზე კატალონიურ კლუბში.
“ვილია ვიყიდეთ, რათა უფრო გავაძლიეროთ სეტევის ხაზი. რაც შეეხება მასში მიცემულ თანხას: წინა წელს ესპანელში 48 მილიონ ევროს ითხოვდნენ და ჩვენ თავის შეკავება გადავწყვიტეთ, ხოლო წელს 40 მილიონ ევროდ მას “ბარსას” ფორმა ჩავაცვით. ამ ფასმა “ვალენსიელებიც” დააკმაყოფილა და ჩვენც.”
“ცესკ ფაბრეგასის შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით არანაირი ახალი ამბავი არ არის. ძალიან კარგი იქნებოდა მის გადმობირებას მსოფლიო ჩემპიონატამდე თუ მოვასწრებდით, მაგრამ “ბარსა” ფეხბურთელში ძალიან ბევრს არასდროს იხდიდა და არც გადაიხდის” – განაცხადა ლაპორტამ Marca–სთან ინტერვიუში.

წყარო: sports.ru
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward