workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ გარსიას დაბრუნება ტოდიბოზეა დამოკიდებული

ერიკ გარსიას დაბრუნება ტოდიბოზეა დამოკიდებული

“ბარსელონა” დაცვის ცენტრისთვის საბოლოო სახის მიცემაზე ზრუნვას განაგრძობს. კატალონიურ კლუბს სურს ჟან-კლერ ტოდიბო გაუშვას და მის ნაცვლად გუნდში ერიკ გარსია დააბრუნოს.

ESPN-ის ცნობით, კატალონიელებს, ტოდიბოს ტრანსფერზე, “ფულემიდან” სარფიანი წინადადება აქვთ, რომელზეც ისინი თანახმანი არიან. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს, რომელიც ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. ტოდიბოს მოსაფიქრებლად ვადა ორშაბათამდე აქვს და თუ ის “ფულემში” გადასვლას დასთანხმდა, მასში აღებული თანხით “ბლაუგრანა” “მანჩესტერ სიტიდან” ერიკ გარსიას დაბრუნებას შეეცდება.

უცნაური კია, ლუის სუარესის მსგავს ლეგენდას გუნდიდან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აგდებდე და ტოდიბოს ეკითხებოდე, უნდა თუ არა წასვლა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Barca_MNS
    schedule 01 ოქტ 2020, 18:05
    #6

    ''ტოდიბო გინდ იყოს გინდ არა''-ს თემაა 1.5 მილიონიაქ ხელფასი მაქსიმუმ და სუარესს ნუ შევადარებთ მაგ ასპექტში.უცნაური არაფერია

  • Heisenberg
    schedule 01 ოქტ 2020, 13:25
    #5

    სუარესზე რატო დაიტრიალეთ ესე ძაან? ყველა ნიუსში უნდა ახსენოთ ხოლმე?

    არავის გაუგდია. 34 წლის ხდება მალე და ეგეთი ფორვარდი სკამზე დამჯდარი თავისი 10 მილიონიანი ხელფასით არ უნდოდა კლუბს. თუ ხელფასს შეიმცირებდა დატოვებდნენ, მარა შემცირება არ უნდოდა ჯიგარს, ევროპაც უნდოდა და ხელფასიც. ხო ნახეთ ემელესზე უარი თქვა.

    კრიზისია კლუბებში და განსაკუთრებით ბარსას გაედო პანდემიის დროს იმიტორო ბართომეუ გვყავს.

    გაგებით უნდა მოკიდებოდა საკითხს სუარესიც, მარა არ მოისურვა ხელფასის დაკლება. მადლობა და ნახვამდის – საბოლოოდ ასე მოხდა და მოვრჩეთ ტირილს.

  • ROUCH
    schedule 01 ოქტ 2020, 12:26
    #4

    ეგდე სადაც ხარ პრინციპის ამბავია, ვიღაც სიქიმა გარსიას გამო რატო უნდა გაიწირო, რაც შეეხება თამაშს გექნება დრო გათამაშებს კუმანი აბა რა ჩემ ფეხებს იზავს როცა გუნდში ეყოლები

  • პავლოვიჩი56
    schedule 01 ოქტ 2020, 11:52
    #3

    ტოდიბო სჯობს ამ "დირკა" გარსიას.

  • M10 S9 D11
    schedule 01 ოქტ 2020, 11:18
    #2

    იმედია უარს იტყვის გარსიას ბევრად მირჩევნია ტოდიბო

  • Pavlika
    schedule 01 ოქტ 2020, 10:53
    #1

    უცნაური კია, ლუის სუარესის მსგავს ლეგენდას გუნდიდან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აგდებდე და ტოდიბოს ეკითხებოდე, უნდა თუ არა წასვლა.

    მართალი ხარ ადმინ 👌👌