ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა ბ” მესამე ადგილზე გავიდა!

“ბარსა ბ” მესამე ადგილზე გავიდა!

 

დღეს, კატალონიურმა “ბარსა ბ”–მ “სეგუნდა დივიზიონის” 42–ე ტურის შეხვედრა გამართა, სადაც გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატში მესამე ადგილზეც გავიდა…

 

ლუის ენრიკეს შეგირდები “სეგუნდას” ბოლო ტურში მეორე ადგილოსან “რაიო ვალიეკანოს” გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში 5 გოლი გავიდა და აქედან 3 კატალონიელთა ანგარიშზეა. პირველი გოლი 24–ე წუთზე, მასპინძელი გუნდის წარმომადენელმა, პიტიმ გაიტანა. პიტის გოლს კი სტუმრებმა 35 წუთზე, ტელიოს გოლის სახით უპასუხეს. ტელიომ ეს არ იკმარა და ექვს წუთში დუბლის შესრულებაც მოახერხა.

 

მეორე ტაიმში, პირველ ტაიმთან შედარებით, ერთი გოლით ნაკლები გავიდა. მეორე ტაიმის პირველი გოლი 67–ე წუთზე, სორიანომ გაიტანა. “რაიოს” ფეხბურთელებმა კი ამას მხოლოდ 81–ე წუთზე გატანილი გოლი დაუპირისპირეს. მოკლედ, შეხვედრა სტუმართა გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 2–3 დასრულდა. ამით კი “ბარსა ბ”–მ “სეგუნდა დივიზიონში მესამე ადგილზე გასვლა გაინაღდა. ეს კი რაღა თქმა უნდა ნამდვილად საამაყო ფაქტი გახლავთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში