“ბარსელონას” ფრანგი ცენტრალური მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო, კატალონიური კლუბიდან, შესაძლოა, “ფულემში” გადაბარგდეს.
ტოდიბოს იჯარის წესითა და გამოსყიდვის უფლებით დამატება პრემიერ ლიგიდან “ევერტონს” სურს, რაც შეეხება “ფულემს”, თუ დავუჯერებთ ინფორმაციას, რომელსაც ინგლისურ მედიაზე დაყრდნობით, Mundo Deportivo ავრცელებს, ლონდონური კლუბი მზადაა, იგი 15 მილიონ ევროდ შეიძინოს.
ეს შემოთავაზება, “ბარსასთვის”, რა თქმა უნდა, უფრო მისაღებია. ტოდიბოს ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, “ბარსას” საშუალება ექნება “მანჩესტერ სიტიდან” 19 წლის ფეხბურთელის, ერიკ გარსიას, წამოყვანა შეძლოს, რომლის სატრანსფერო ფასიც, 15 მილიონ ევროს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტოდიბოს მიმართ ინტერესს, ასევე, “ნაპოლი” და “რენი” იჩენენ.




45 მილიონი გამოადით სემედუს და ის ტრანსფერში ერთი 5იც რო დაამატონ დეპაი და დესტი მოუვათ მაგ თანხაში. უმტიტი რაფინიაც რო გაასუხარონ მერე გარსიაც მოუვათ და პლიუს ფულიც დარჩებათ
ჰე თუ უშვებთ გაუშვით და მოიყვანეთ გარსია თუ არადა დაანებეთ თავი არაფრიტ არ ჩამოუვარდება მაგ გარსიას ტოდიბო დაჟე ლიჩნად მე მირჩევნია კიდეც ტოდიბო გარსიას