მილანის “ინტერის” თავდამსხმელი, “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნე, ლაუტარო მარტონესი “ნერაძურის” არ დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” არგენტინელი შემტევის ტრანსფერს მიუბრუნდა. მალევე Marca-მ გაავრცელა ცნობები, რომ კატალონიელები 23 წლის ფეხბურთელის შეძენას უკანასკნელად შეეცდებიან, თუმცა, როგორც ჩანს, “ბლაუგრანა” საწადელს ვერ მიაღწევს.
იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, ლაუტარო მარტინესი 100%-ით “ინტერში” დარჩება.