ლუის სუარესი ოფიციალურად მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელია, ურუგვაელის კლუბიდან წასვლას “ბარსელონას” ახალწვეული, მირალემ პიანიჩი გამოეხმაურა.
“ლუის სუარესის წასვლით, “ბარსელონამ” დიდი ცენტრფორვარდი დაკარგა. მე ძალიან მინდოდა მასთან ერთად სეზონის ჩატარება.” – პიანიჩის სიტყვებს L’Esportiu ციტირებს.
სუარესი უკვე მეოთხე ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც ახალწვეული პიანიჩი “ბარსელონაში” გამოემშვიდობა. ერთი თვის განმავლობაში კლუბი ივან რაკიტიჩმა, არტურო ვიდალმა და ნელსონ სემედუმაც დატოვეს.



