წარმატებული სეზონის შემდეგ ”ბეტისი” გაძლიერებას გეგმავს, რათა პრიმერაში ფეხი მყარად მოიკიდოს. გამოცემა ”Diario de Sevilla” აცხადებს, რომ მათი მთავარი სამიზნე ”ბარსელონას” თავდამსხმელი, ბოიან კრიკიჩია. ”ბეტისის” მწვრთნელი, პეპე მელი თვლის, რომ ესპანელი მისი გუნდის შეტევით ხაზს გააძლიერებს და მის გადასაბირებლად ყველა ღონეს იხმარს.
”ბეტისს” ბოიანის სრულად გამოსყიდვა სურს. მათ ხელმძღვანელებს ესმით, რომ ამ ტრანსფერში მთავარი პრობლემა თავად ბოიანის დარწმუნებაა, რადგან ის ყოველთვის ამბობდა, რომ ”ბარსელონადან” გადასვლა არ სურს. ”ბეტისის” სპორტულ დირექტორს კარგი ურთიერთობა აქვს ბოიანის მამასთან, რამაც ტრანსფერს შეიძლება ხელი შეუწყოს. მელი დაწრმუნებულია, რომ ახალგაზრდა ფორვარდი მის გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს.
შეგახსენებთ, რომ ბოიანის შეძენა სხვა კლუბებსაც სურთ. ბოლო დღეებში მისით ”ვილიარეალი” დაინტერესდა, რომელსაც ესპანელი თავდამსხმლის ჯუზეპე როსის ტრანსფერში ჩართვა სურს.