იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ “ვილიარეალის” ერთ–ერთი ლიდერი და იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი, ჯუზეპე როსი კატალონიის “ბარსელონას” სიმაღლეზე დგას და რადგანაც “ბარსა” მისით დაინტერესდა, ე.ი. იგი იმსახურებს ამ გუნდში თამაშს…
“თუ “ბარსელონამ” როსისადმი ინტერესები გამოხატა, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ამ გუნდში თამაშს იმსახურებს”, – აცხადებს პრანდელი “რაისთან” საუბარში. “ახლა ჯუზეპე სერიოზულ ზეწოლას განიცდის, თუმცა მისთვის ახლა მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა.”