workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ატალანტას” ჟუნიორ ფირპოს იჯარით დამატება სურს

“ატალანტას” ჟუნიორ ფირპოს იჯარით დამატება სურს

როგორც უკვე ვიცით, ჟუნიორ ფირპოს გადაბირებით იტალიური “ატალანტა” ინტერესდება, ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ბერგამოელებს ფირპოს იჯარით აყვანა სურთ, იტყობინება Tuttomercatoweb.

როგორც უკვე ცნობილია, “ატალანტას” 24 წლის მცველის დამატება იჯარით (€2 მილიონის სანაცვლოდ) სურს, რომელიც გამოსყიდვის ოპციასაც გაითვალისწინებს (€18 მლნ + €5).

ახალ სეზონში ესპანელი ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდში ვიხილოთ, რადგან რონალდ კუმანი არჩევანს ჟორდი ალბაზე აკეთებს და როგორც ჩანს მის რეზერვისტად სხვას მოიაზრებს.

“ბარსელონამ” ფირპო გასულ სეზონში “ბეტისიდან” €18 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა, მან პირველ გუნდში 23 შეხვედრა ჩაატარა (1 გოლი).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • gocha2003
    schedule 21 სექ 2020, 12:05

    არ უნდა გაუშვან