Calcio Mercato-ს ჟურნალისტის, ჯაკომო იაკობელისის ინფორმაციით, “ბარსელონას” მარცხენა მცველის შეძენით ბერგამოს “ატალანტა” დაინტერესდა.
იტალიური კლუბის მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი ჟუნიორ ფირპოს თამაშით მოხიბლულია და სურს, 24 წლის ფეხბურთელი თავისი გუნდის შემადგენლობაში იხილოს.
ფირპო “ბარსას” ახალი სპორტული პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის და იმ შემთხვევაში, თუ სარფიან შემოთავაზებას მიიღებს, კატალონიური კლუბი მის ტრანსფერზე უარს არ იტყვის. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ჟუნიორის გაყიდვისთვის მზადაა.



გუნდის დაშლას აპირებენ თუ რათ უნდათ!!!??
12-15-ში წაიყვანენ სავარაუდოდ
ესეც იმის გამო, რომ 24 წლისაა 🤠
ალბათ 5 მილიონს გადაიხდიან მაქსიმუმ.