არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა, ლიონელ ანდრეს მესიმ, უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მას ხელით შეეხო ერთ–ერთი ფანი. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
“მარკას” წინა გამოცემაში აღნიშნული იყო, რომ ლიონელ მესიზე განხორციელდა თავდასხმა, როდესაც იგი ორ მეგობართან ერთად როსარიოს ერთ–ერთ ბარში სადილობდა. გამოცემის ცნობით, ლიონელის ირგვლივ უამრავმა ფანმა მოიყარა თავი და სთხოვდნენ ავტოგრაფების დარიგებას. მესი სურვილების შესრულების პროცესში იყო, როდესაც მას თავში მოხვდა ხელი. ამ ამბის შემდეგ, “მარკამ” ლიონელის მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც არგენტინელი უარყოფს ყველანაირ ძალადობას.
ლიონელ მესი: “ჩემთან არავინ მოსულა და დაურტყამს, არანაირი ტკივილი არ მიგვრძნია საკუთარ სხეულზე”. დაასრულა არგენტინელმა.



