“ბარსელონას” ბიუჯეტი, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი 7.5 მილიონი ევროთი შეივსოს. საუბარი მალონ სანტოსის “სასუოლოდან” “ფულემში” გადასვლაზე და “ბარსელონას” მიერ კუთვნილი პროცენტის მიღებაზეა.
ცნობილი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, “ფულემი” “სასუოლოს”, 25 წლის ცენტრალურ მცველში, 15 მილიონ ევროს სთავაზობს.
მარლონი “სასუოლოში” 2018 წელს, “ბარსელონადან” 6 მილიონ ევროდ გადავიდა. თუ ბრაზილიელი იტალიურ კლუბში 50 თამაშს ჩაატარებს, კატალონიელები კიდევ 6 მილიონ ევროს მიიღებენ, მაგრამ გაჩნდა შანსი, რომ “ბლაუგრანამ” მეტი თანხა მიიღოს. საქმე ისაა, რომ 2 წლის წინ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, თუ “სასუოლო” მარლონს ისე გაყიდდა, რომ ფეხბურთელი 50 თამაშის ჩატარებას ვერ მოასწრებდა, “ბარსელონა” ტრანსფერის 50%-ს მიიღებდა. თუ მარლონის “ფულემში” 15 მილიონად გადავიდა, გამოვა, რომ “ბარსას” ბიუჯეტი 7.5 მილიონით შეივსება.
მარლონ სანტოსს, “სასუოლოს” მაისურით, 41 თამაში აქვს ჩატარებული.
მაგ თანხას ააწაპნიან ბართუშას . ბართუშას ეგ არც ემახსოვრება
მარლონმა როცა ითამაშა ბარსაში მშვენიერი შთავეჭდილება დამიტოვა
7.5 მილიონი წავიდა ბართომეუს ჯიბეში