workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნაპოლის მწვრთნელი: მენტალური პრობლემა გვაქვს, რაც მალე არ გვარდება

ნაპოლის მწვრთნელი: მენტალური პრობლემა გვაქვს, რაც მალე არ გვარდება

“ბარსელონას” საპლეიოფო მეტოქემ, ფრანჩესკო კალცონას “ნაპოლიმ” სერია A-ში მორიგი ქულები დაკარგა, მთავარმა მწვრთნელმა კი მედიასთან თქვა, რომ მის გუნდი მენტალურად არამდგრადია.

მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებით, “ნაპოლის” ფეხბურთელებს მენტალური პრობლემა აქვთ. ცხადია, ამის გამოსასწორებლად მცირე დრო გვაქვს, თუმცა ასეთი საკითხის მოგვარება ერთ ღამეში არ ხდება.
ჩემი მიზანი ისაა, რომ გუნდი კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავაყენო, რისთვისაც მეც და ბიჭებიც ყველაფერს გავაკეთებთ.

– ამბობს კალცონა, რომელიც აშკარაა, რომ მცირე დროში ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩამდე დარჩენილ პერიოდს გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “ნაპოლის” დაპირისპირება 13 მარტს, ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება, კალცონას კი სიტუაციის დასარეგულირებლად მარაგში სამი მატჩი აქვს (“სასუოლო”, “იუვენტუსი” და “ტორინო”).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Rick Sanchez
    schedule 27 თებ 2024, 00:30
    #9

    რაებს წერს ხალხი?! რა თავში ავარდნა და ზარმაცობა? ნაპოლის რომ საზიზღარი სეზონი აქვს, სამი მწვრთნელი გამოიცვალეს, იქ ჯუღელი და ოსიმენი დაეტაკნენ ერთმანეთს, ფსიქოლოგიურად ყველა ცუდ დღეშია და ა.შ კვარას როგორ აკრიტიკებთ მართლა ვერ ვხვდები. ვიცით ყველამ, რომ შარშანდელის მერე თამასა აეწია ხვიჩას, თუმცა არც წელს არის ცუდი და საერთოდ ნაპოლის შემადგენლობაში საუკეთესოა ხოლმე ძირითადად.

  • levanoza
    schedule 26 თებ 2024, 22:22
    #8

    ციტატა: alwaysculerr
    ამათ თუ ვერ გავცდით, რავი მეტი დაქცეული გუნდი, ვინღა უნდა შეგვხვდეს, ალბათ ამათ მაგივრად რო თუნდაც ინტერი ყოფილიყო გააშლევიებდა ჩავის ფეხებს.


    ხელებს შლის ისედაც და არც ქვედა კიდურების გაპარჭყვა არ ავნებს რამეს

  • PUIOL5
    schedule 26 თებ 2024, 21:50
    #7

    ციტატა: MESSI 2017
    ჯერ კვარას რანაირად ექცევა მთელი გუნდი ტიპს 1.5 მილიონად ათამაშებენ და თან აქით ედიდგულებიან თითქოს მთავარი მიზეზი არ ყოფილიყო რატომაც მოიგეს შარშან სკუდეტო ყველაფერი კიდე ჯუღელის ბრალია თავზე რომ დაისვა მთლიანი გუნდი ახლა კიდე შედეგს ვხედავთ და ნაკრებზეც ახდენს უკვე გავლენას


    წელს რამე განსაკუთრებულს აკეთებს კვარა? ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია, ამ ბარსასთანაც კი ვერაფერი ვერ გააკეთა, როგორც შეცვალეს იმ წუთიდანვე შეიცვალა ნაპოლის თამაში და გოლიც გაგვიტანეს. ამდენი ქება თავში აქვს ავარდნილი ეტყობა

  • nika 54
    schedule 26 თებ 2024, 19:30
    #6

    ჩვენ რო ბედი გვაქვს, მოასწრებენ 3 მარტამდე აზრზე მოსვლას და არ დაგვაყრიან კარგ დღეს.

  • M10 S9 D11
    schedule 26 თებ 2024, 19:07
    #5

    დროზე უნდა წამოვიდეს კვარა მაგ სალობიედან ზაფხულში უნდა ვიჩალიჩოთ კვარას მოყვანაზე

  • MESSI 2017
    schedule 26 თებ 2024, 19:04
    #4

    ჯერ კვარას რანაირად ექცევა მთელი გუნდი ტიპს 1.5 მილიონად ათამაშებენ და თან აქით ედიდგულებიან თითქოს მთავარი მიზეზი არ ყოფილიყო რატომაც მოიგეს შარშან სკუდეტო ყველაფერი კიდე ჯუღელის ბრალია თავზე რომ დაისვა მთლიანი გუნდი ახლა კიდე შედეგს ვხედავთ და ნაკრებზეც ახდენს უკვე გავლენას

  • alwaysculerr
    schedule 26 თებ 2024, 18:55
    #3

    ციტატა: Georgebina

    ციტატა: alwaysculerr
    ამათ თუ ვერ გავცდით, რავი მეტი დაქცეული გუნდი, ვინღა უნდა შეგვხვდეს, ალბათ ამათ მაგივრად რო თუნდაც ინტერი ყოფილიყო გააშლევიებდა ჩავის ფეხებს.


    თუნდაც ინტერიო ისე ამბობ თითქოს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდა იყოს ლიგაზე. წელს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დალაგებული და ძლიერი გუნდია. ისეთი გუნდია ყველას, რომ უნდა ეშინოდეს. მაგიტომაც გავიდნენ ლიგის ფინალში და სერია ა-ს მოგებამდე არც აკლიათ ბევრი. წელსაც რომ გავიდნენ ფინალში არ გამიკვირდება.


    გამოჩნდება ვის რისი შესაძლებლობაც აქვს.

  • Albicelecte
    schedule 26 თებ 2024, 18:04
    #2

    დიდი ალბათობით იგრძნო, რომ გადაახევენ ბურთს თავზე და აწუწუნდა;
    თანაგუნდელის არ უნდა შეგშურდეს, იმისა, რომ შენით ბარსელონაა დაინტერესებული და პასი უნდა მისცე, უნდა იმოძრაო, გაეხსნა და დაეხმარო, ისიც დაგეხმარება…
    1.5 ლიმონად რომ აპახავებ და კიდევ ებლატავები, რას ითხოვ? როგორ აპირებ ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას და იმას, რომ მეტი იმუშავოს თავზე, მეტი ირბინოს და ასსე შემდეგ?!

  • alwaysculerr
    schedule 26 თებ 2024, 17:49
    #1

    ამათ თუ ვერ გავცდით, რავი მეტი დაქცეული გუნდი, ვინღა უნდა შეგვხვდეს, ალბათ ამათ მაგივრად რო თუნდაც ინტერი ყოფილიყო გააშლევიებდა ჩავის ფეხებს.