ჟოზეპ მარია ბართომეუს უნდობლობის საკითხის აღძვრის მოთხოვნით შეგროვებული 20 ათასი ხელმოწერიდან 5 ათასი, შესაძლოა, არავალიდურად ცნონ, რაც პრეზიდენტის გადაყენების პროცედურას შეაჩერებს.
რამდენიმე დღის წინ, საინიციატივო ჯგუფმა 20 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. ხელმომწერთა სურვილია გაიმართოს რეფერენდუმი, რომელიც ბართომეუს ბედს გადაწყვეტს. რეფერენდუმზე კლუბის წევრების 2/3-ის ხმების შეგროვების შემთხვევაში, ბართომეუს მოუწევს თანამდებობა დატოვოს.
რამდენიმე წუთის წინ COPE-მ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. კატალონიური გამოცემის ცნობით, “ბარსელონას” მმართველობაში მიაჩნიათ, რომ დაახლოებით 5 ათასი ხმა არავალიდურია და მათ მისაღებად ორგანიზატორებმა ფული გადაიხადეს. თუ მათი მოლოდინი გამართლდა და ხმები არავალიდურად ცნეს, ბართომეუს მარტის არჩევნებამდე გადაყენების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება.
ისე, თვითონ ფეხბურთელებმა რომ პირდაპირ კამპ-ნოუზე დაბეგვონ არაა???
სათითაო ძვალი უნდა გადაუთვალონ..ბართოს მოუწყონ "ბართოლომეუს ღამე",
რა ვიცი, არც დღისით იქნებოდა ურიგო, პირდაპირ ეთერში ამის ხილვა
😂 😂 😂
C.PC5,
ეს ისეთი ახვარია და წურბელაა მარტშიდაც არ წავა.და დარჩება ბარსაში ისევ
5 კილო კართოფილიიიიი 😂 😂 😂
ახლა "არავალიდური " ქართულად როგორაა დაგავიწყდათ თყ შეგნებულად ჭედავთ?!
თან მაინდამაინც 5 ათასამდე :დ რაც ყოფნის კაკრას ეს პროექტი რომ ჩააგდოს იმდენი აღმოჩნდებაა ვალიდური :დ
აჰა აამუშავა ყანდიაშვილი-რამიშვილის ბოტები, უკვე ხმა გაავრცელებინა თითქოს იყიდეს ხმები და გადადგა ნაბიჯი რომ გააბათილოს… ამ დონის ვირთხა პიროვნულად რავიცი რაა…
აჰა აამოქმედა კონტრშეტევის გეგმა წურბელამ, მარტო 5000 კიარა ყველას გააბათილებს. საერთოდაც შეეშვან ახლა, სეზონი დაიწყო და აწი გუნდს მეტს ვეღარაფერს დამართებს მარტში მშვიდობიანად მოაშორებენ ასე მარტო სახელს უფუჭებენ გუნდს
ისედაც განადგურებულ ბარსას უფრო ანადგურებენ, ბოლომდე უტეხავენ რეპუტაციას, მარტშიბარჩევნებია, ვაფშე არაა საჭირო ამ უნდობლობის საკითხის დაყენება.. მოეშვნენ და გუნდზე იმუშავონ, იქნება არჩევნები და გამოჩნდება ყველაფერი
რას გავს ეს გამოყშტერებული ბიჯო ხოვერ მოვიშორეთ ტიპი რაა
ჰა,ჰა,ჰააა.