დღეს, “კამპ ნოუ” ჟოან გამპერის სახელობის თასის რიგით 55-ე გათამაშებას უმასპინძლებს, “ბარსელონას” მეტოქე “ელჩე” იქნება.
ეს “ბარსასთვის” 2020/21 წლების სეზონის მოსამზადებელი ეტაპის მესამე და ბოლო ამხანაგური მატჩია. რონალდ კუმანს გუნდის საკუთარ თარგზე მოსაჭრელად დრო არცთუ ისე ბევრი აქვს – “ბარსელონა” ლა ლიგაში 27 სექტემბერს ჩაერთვება.
მეტოქე
“ბარსელონას” დღევანდელი მეტოქე ლა ლიგაში ბოლოს 2014/15 წლების სეზონში ვიხილეთ. მაშინ, “ელჩემ” მე-13 ადგილი დაიკავა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, სეგუნდა დივიზიონში დააქვეითეს. იმ სეზონში “ბარსა” “ელჩეს” 4-ჯერ შეხვდა, ორჯერ ლა ლიგაში, ორჯერ კი – კოპა დელ რეიზე. კატალონიელებმა ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, ბურთების შეფარდება – 18-0.
“ელჩე” გასულ სეზონში სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობდა, თუმცა ფლეი-ოფის მოგებით უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა და პრიმერა დივიზიონში 21-ე სეზონს გაატარებს.
მატჩისწინა კომენტარი
რონალდ კუმანმა მატჩამდე განაცხადა, რომ განაცხადში ვიხილავთ გუნდის ახალწვეულს, მირალემ პიანიჩს, თუმცა იგი 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის.
საინტერესო ფაქტები
- “ელჩე” გამპერის თასზე პირველად ისპარეზებს. აქამდე, მხოლოდ ორმა ესპანურმა კლუბმა შეძლო ამ ტიტულის დაუფლება – “ტენერიფე” (1993) და “ვალენსია” (1994).
- “ბარსას” გამპერის თასი 42-ჯერ აქვს მოგებული. ერთადერთი კლუბი, რომელმაც ეს 2-ჯერ შეძლო, “კიოლნია” (1978 და 1981).
- გამპერის თასის ბოლო 7 გათამაშება “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს, კატალონიელთა დამარცხება “სამპდორიამ” შეძლო (2012).
- გამპერის თასის ისტორიაში, საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესია. მან ან ამხანაგური ტურნირის ფარგლებში მეტოქის კარის აღება 9-ჯერ შეძლო.
- აგრეთვე, ლიონელ მესია ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გამპერის თასის ზედიზედ 6 გათამაშებაში აქვს გოლი გატანილი – 2013-2018.
- გამპერის თასის ისტორიაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მატჩი უმაყორებლოდ გაიმართება.
შეხვედრა, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.
რატომ ვართმევთ დე იონგს უფლებას, რო თავისი "კლასი" გვიჩვენოს?
ტერ შტეგენი
გარსია არაუხო უმტიტი
დესტი დეიონგი ბუსკეცი გავი
დემბელე ჟუტგლა აბდე
დემბელე ცენტრში გამორიცხე.ცრუ ცხრიანს ტვინი და აზროვნება უნდა,დემბელემ ფლანგზე არ იცის რა უნდა ქნას და მანდ ხო საერთოდ უვარგისი იქნება.ხე იონგს კიდე ისევ ჟუტგლა თუ ვინცხა მირჩევნია.
ლუკ 🌴 იონგი არ დამანახოთ რაიქნება, აბდე-დემბელე-გავი იყოს შეტევაში მირჩევნია
"კადისთან" შეხსენება გინდათ, ან რა გასაკვირია, რომ ქულები კლემან ლანგლეს უხეში შეცდომის გამო დავკარგეთ.
ამაზე დიდი უბედურება რაღა იქნება, როცა კამპ ნოუზე ქულის დაკარგვას აუტსაიდერთან, ერთ კაცს ვაბრალებთ. ვინ უშლიდათ ხელს რომ 2-3 ბურთი გაეტანათ, 80 წუთი შეტევაში ვიყავით, აი როგორ არ უნდა ინატრო სუარესი, ამ უნიჭო კუმანს რა ვუთხარი.
კუმან, მეორე ნომრად ათამაშე ბარსა, კონტრაზე ეგება გაგვიმართლოს და გაუტანოთ ამ ბობოქარ მეტოქეს.
ამათაც თუ ვერ მოვუგეთ აღარაფრის იმედი აღარ უნდა გვქონდეს ამ სეზონში
დღეს მაინც მოიგონ 😅
არვიცი მე როგორ იქნება ამათი საქმე ვეღარ ვხვდები უკვე მოიგებენ წააგებენ მართლა აღარ არსებობს მგონი გუნდი რომელიც ქულას მაინც არ წაიღებს ამათგან სამ ქულას თუ ვერა უკვე ისეთ დონეზე არიან.
კოლიადო ათამაშოს, ძაან კარგი ფეხბურთლია. დროა მაგის დებიუტი შედგეს.
რავი რა ვთქვა?! ესენი გასვლაზე უკეთესად თამაშობენ ვიდრე შინ, ფაქტია ასეა. იმედია დღეს მაინც შეინახავენ კარს მშრალად. შემადგენლობაში ვის ვისურვებდი მაგის ჩამოწერას აღარ დავიწყებ, აზრი არ აქვს კუმანი მაინც "გამოცდილი" ხალხით ითამაშებს "ქულები რომ არ დაკარგოს". კლოუნადაა ჩვეულებრივი.
ეს "ბარსასთვის" 2020/21 წლების სეზონის მოსამზადებელი ეტაპის მესამე და ბოლო ამხანაგური მატჩია.
ანუ გამპერის თასი ამხანაგური მატჩია? ეეხ ჩვენ არ ვაფასებთ და რა გვიკვირს რეალი რო დაგვცინის ხოლმე, ამ წელს ვერაფერს მოიგებთ გამპერის თასის მეტსო.