workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი “ელჩესთან” მატჩის წინ

რონალდ კუმანი “ელჩესთან” მატჩის წინ

საკმაოდ წარმატებული ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ, “ბარსელონა” ახალი მთავარი მწვრთნელით “კამპ ნოუზე” დაბრუნდება. “ბარსა” ძირითად საშინაო არენაზე ხვალ, გამპერის თასის ეგიდით, “ელჩეს” დაუპირისპირდება. 

რონალდ კუმანმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

“იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ამ თამაშს მოუთმენლად ველი. ჩემთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგან ლა ლიგის დაწყებამდე “კამპ ნოუზე” პირველად ვითამაშებთ. 

მეტოქე პირველ დივიზიონში თამაშობს და მათთან შეხვედრა ფიზიკური და ტაქტიკური კუთხით რეალური ტესტი იქნება. 

მირალემ პიანიჩი განაცხადში იქნება. ის თამაშისთვის 100%-ით მზად არ არის, მაგრამ შეიძლება, ხვალ რამდენიმე წუთი მივცეთ. 

ნამდვილად ცუდია, რომ ახლა ასეთი სიტუაციაა. მე მჯერა, რომ ფეხბურთს ყოველთვის აუდიტორიის წინაშე უნდა თამაშობდნენ. მაინც განსაკუთრებული მატჩი გამოვა, თუმცა “ბარსელონას” ფანებთან ერთად სულ სხვა გარემო იქნებოდა. 

ჯერჯერობით, კარგად ვმუშაობთ. “ჟირონასთან” წინა მატჩში ბევრი დადებითი რამე ვნახეთ და ვიმედოვნებ, “ელჩესთანაც” კარგ ფეხბურთს ვიხილავთ”. – კუმანის სიტყვებს Marca ციტირებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • kako
    schedule 18 სექ 2020, 20:56

    მიდი კუმან გაგვახსენე ძველი ბარსას სტილი .რომ ბრწყინავდენ.დაფრინავდენ მინდორზე.25 30 პასს რომ აკეთებდენ ზედიზედ და კომბინაციებით გაქონდათ გოლი გოლზე…

  • ousmane dembele 11
    schedule 18 სექ 2020, 19:26

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: ousmane dembele 11

    ციტატა: Griezzy7
    უეჭველი ამ შემადგენლობით გამოვა

    გრიზმანი
    კოუტინიო—მესი—ტრინკაო
    დე იონგი—ბუსკეცი
    ალბა—პიკე—არაუხო—რობერტო
    ნეტო


    არამგონია ტრინქაომ ძირითადიდან დაიწყოს იმიტორო კუმანმა თქვა ელჩესთან ვინც ძირითადში იქნება ის ითამაშებს შემდეგ მატჩებშიც ძირითადიდანო ამიტო უფრო დემბელე კოუტინიო მესი მგონია


    დემბელე რომ გევასება მაგიტომ გგონია ხოო😁😁😁
    ფატი იქნება უფრო მეტადო თქვა კაცმა ძირითადში ვიდრე ეგ შენი შლანგი დემბელე ცარიელი სირბილი და ერთი ფეხიდად მეორეზე გადადტანის მეეტი რომ არაფერი გაუკეთებია 3 წელი კლუბში


    მევასება რა შუაშუია?
    ფატი ახლა გამოჯამრთელდა და არავინ დააყენებს ძირითადში.მერე მეორე სად კოუტინიოს სისწრაფე ფლანგზე და სად დემბელეს.ეგ პრობლემა ქონდა ბარსას შარშან რო სისწრაფე აკლდა გუნდს.მესი ფლანგზე უფრო აქტიურია კოუტინიოს დარტყმა შეუძლია და ფორვარდის უკან შეუძლია კარგათ თამაში

  • nika 54
    schedule 18 სექ 2020, 19:18

    ციტატა: Griezzy7
    უეჭველი ამ შემადგენლობით გამოვა

    გრიზმანი
    კოუტინიო—მესი—ტრინკაო
    დე იონგი—ბუსკეცი
    ალბა—პიკე—არაუხო—რობერტო
    ნეტო


    რატომ გგონია, რომ უეჭველი ამ შემადგენლობით გამოვა?

  • ousmane dembele 11
    schedule 18 სექ 2020, 18:28

    ციტატა: Griezzy7
    უეჭველი ამ შემადგენლობით გამოვა

    გრიზმანი
    კოუტინიო—მესი—ტრინკაო
    დე იონგი—ბუსკეცი
    ალბა—პიკე—არაუხო—რობერტო
    ნეტო


    არამგონია ტრინქაომ ძირითადიდან დაიწყოს იმიტორო კუმანმა თქვა ელჩესთან ვინც ძირითადში იქნება ის ითამაშებს შემდეგ მატჩებშიც ძირითადიდანო ამიტო უფრო დემბელე კოუტინიო მესი მგონია

  • Flying Johan
    schedule 18 სექ 2020, 18:20

    ტრანსფერების გარეშე ვერაფერს ვერ ვიზამთ წელს … ამ სეზონზე უარესს გაგვიკეთებენ,

  • ousmane dembele 11
    schedule 18 სექ 2020, 17:38

    ნეტუ
    რობერტო არაუხო ლენგლე ალბა
    პიანიჩი დე იონგი
    მესი კოუტინიო დემბელე
    გრიზმანი