შვიდი ფინალი ინგლისელებთან და ექვსი ტრიუმფი

შვიდი ფინალი ინგლისელებთან და ექვსი ტრიუმფი

 

როგორც სტატისტიკა გვკარნახობს, კატალონიის “ბარსელონასთვის” ინგლისური კლუბების ფინალურ ეტაპზე დამარცხება არც ისე რთულია. ინგლისურ კლუბებთან გამართული 7 ფინალიდან კატალონიელებს ექვსში გამარჯვება დარჩათ. ერთადერთი მარცხი ბლაუგრანელებმა 1990/91 წლების “თასების მფლობელთა თასის” ფინალში, როტერდამში იწვივნეს…

 

“უემბლი” – ეს არის ადგილი, სადაც “ბარსამ” 19 წლის წინ, პირველად მოიპოვა “ევროპული თასი” და ეს არის ადგილი სადაც ამ ტიტულის რაოდენობა მათ 4–მდე გაიზარდა. ბოლო ფინალში, “ბარსას” მსხვერპლი “მანჩესტერ იუნაიტედი” აღმოჩნდა. წითლები კატალონიელებისთვის მეექვსე ინგლისელი ფინალისტები აღმოჩნდნენ, რომელთა დამაცხებაც მათ შეძლეს.

 

17 კონტინენტური ფინალიდან, ბლაუგრანელთა მოწინააღმდეგეები შვიდჯერ ინგლისური კლუბები აღმოჩნდნენ. აქედან კატალონიელებს გამარჯვება 6–ჯერ დარჩათ. პირველი სამი “Fairs Cup”-ზე გახლდათ, 60–იანების დასასრულსა და სამოცდაათიანების დასაწყისისას, “ლონდონ XI”–ს, “ბირმიმგემ XI”-ისა და “ლიდს იუნაიტედის” წინააღმდეგ. 

 

ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ბოლო სამი ფინალიდან, კატალონიელებს სამივეჯერ ინგლისური კლუბის ფეხბურთელებთან მოუწიათ დაპირისპირება. 2006 წლის პარიზის ფინალში ბლაუგრანას ფეხბურთელები ლონდონელ მეთოფეებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით, 2–1 დაამარცხეს. 2009 წლის რომისა და 2011 წლის “უემბლის” ფინალებში კი კატალონიელთა მსხვერპლი “მანჩესტერ იუნაიტედი” გახდა. პირველ შემთხვევაში გუნდს სათავეში ჰოლანდიელი სპეციალისტი, ფრენკ რაიკაარდი ედგა, ხოლო დანარჩენ ორში – პეპ გვარდიოლა.

 

ერთადერთი მარცხი, რომელიც “ბარსამ” ინგლისურ კლუბთან, ფინალში იწვივნა, 1990/91 წლების “თასების მფლობელთა თასის” ფინალი გახლდათ. მაშინ კატალონიელები აწ უკვე კარგად ნაცნობ “იუნაიტედს” უპირისპირდებოდნენ. მატჩი ინგლისელთა სასარგებლოდ, 2–1 დასრულდა. ინგლისელთა მხრიდან, ორივე გოლის ავტორი ყოფილი ბლაუგრანელი, მარკ ჰიუზი გახდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია