workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “ჟირონა”: მატჩისწინა მიმოხილვა

“ბარსელონა” – “ჟირონა”: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, „ბარსელონა“ “ჟირონას“ წინააღმდეგ, სეზონის რიგით მეორე შეხვედრას გამართავს.

„ბარსა“ ლა ლიგას „ვილიარეალთან“ მატჩით გახსნის, სექტემბრის ბოლოს, მანამდე „ჟირონას“ შეხვდება, შემდეგ კი გამპერის თასზე „ელჩეს“ დაუპირისპირდება. სამი შეხვედრა საკმარისია იმისათვის, რომ საკუთარი ფეხბურთელების შესაძლებლობებში დარწმუნდე.

მოწინააღმდეგის შესახებ

ქალაქი ჟირონა ბარსელონადან სულ რაღაც 100 კილომეტრში მდებარეობს. კლუბმა კი ლა ლიგაში პირველი სეზონი, 2017 წელს ჩაატარა.

სადებიუტო სეზონში თავი კარგად წარმოაჩინეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ კვლავ მეორე ლიგაში დაქვეითდნენ. ამ სეზონში ჟირონა ახლოს იყო გადმოსვლასთან, მაგრამ საფლეიოფო შეხვედრაში „ელჩესთან“ დამარცხდა, სწორედ იმ კლუბთან, ვისთანაც „ბარსა“ გამპერის თასზე ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები

ლა ლიგა 2017/18

„ჟირონა“ – „ბარსელონა“ 0:3

„ბარსელონა“ – „ჯირონა“ 6:1

2018/19

„ბარსელონა“ – „ჟირონა“ 2:2

„ჟირონა“ – „ბარსელონა“ 0:2

2019 წლის კატალონიის სუპერთასი

„ჟირონა“ – „ბარსელონა“ 1:0

კუმანი

წინა შეხვედრაში რონალდ კუმანმა თითო ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა და ალბათ ახლაც იგივეს გაკეთებას გეგმავს, აი გამპერის თასზე კი სულ სხვა სურათს ველით. მიუხედავად ამისა, დიდი შანსია, რომ სხვადასხვა ფეხბურთელებს მისცეს ერთად თამაშის საშუალება.

მატჩის ერთ-ერთი ინტრიგა არის ის, ითამაშებს თუ არა ლუის სუარესი, თუ ურუგვაელს მაინც არ შეიყვანენ განაცხადში, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კვლავ ტრანსფერზეა, თუ ითამაშბს, ნიშნავს, რომ მისი დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია. 

იქამდე კი განაცხადის გამოქვეყნება ჭიანურდება. შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ სუარესის ამბავი ვერ გადაუწყვეტიათ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 16 სექ 2020, 12:37

    სუა თუ დარჩა აქ ზოგიერთები ინფაქტს მიიღებენ.

  • Jemo-barca
    schedule 16 სექ 2020, 12:27

    ეს სეზონი უნდა დარჩეს უეჭველი სუარესი კლასი მაინც თავისას იტყვის