workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპი მაქსველს, სუბისარეტა კი მილიტოს დაელაპარაკება

პეპი მაქსველს, სუბისარეტა კი მილიტოს დაელაპარაკება

მწვრთნელი მაქსველისთვის კარის დახურვას არ აპირებს, მაგრამ მიმდინარე სიტუაციას აუხსნის.

პეპ გვარდიოლა ჯერ კიდევ არ გასულა შვებულებაში. მწვრთნელს სურს მაქსიმალურად გაარკვიოს სიტუაცია მომავალ სეზონთან დაკავშირებით, სანამ გამორთავს მობილურ ტელეფონს. შეკითხვები ტრავმებთან დაკავშირებით ღია რჩება, თუმცა ორი სახელი, მაქსველი და მილიტო მოდმივად ფიგურირებენ ”ბარსადან” წამსვლელი ფეხბურთელების სიაში. მწვრთნელს ამ კვირაში მაქსველთან შეხვედრა სურს, რათა გაანალიზონ, თუ როგორი იყო მიმდინარე სეზონი ფეხბურთელისთვის. პეპი არ ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ მაქსველმა ”ბარსაში” თამაში განაგრძოს, მაგრამ სურს ფეხბურთელი გაარკვიოს სიტუაციაში.

მიმდინარე სეზონში მაქსველი მარცხენა ფლანგის მესამე მცველად იქცა. წინა სეზონში მაქსველი ხშირად გამოდიოდა შეცვლაზე, თუმცა ადრიანოს გუნდში გამოჩენის შემდეგ ის ძალიან ”შეეჩვია” სათადარიგოთა სკამზე ჯდომას. ნათელი მაგალითია ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მაქსველი იყო იმ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი, რომელიც განაცხადს მიღმა დარჩა. მისი სახელის ირგვლივ კლუბში ხმაურია, რასაც ხშირად მისი აგნეტი, მინო რაიოლა ამძაფრებს. ნებისმიერ შემთხვევაში თავად ფეხბურთელის ქცევა გუნდში გადმოსვლის შემდეგ მისაბაძი იყო.

კიდევ ერთი კითხვა ისმის გაბრიელ მილიტოსთან დაკავშირებით, რომელიც ლონდონდში განაცხადს მიღმა დარჩა. ცენტრალური მცველი, რომელიც ახლა არგენტინაში იმყოფება კლუბიდან სიახლეებს ელოდება, თუმცა ფეხბურთელის ახლო წრე ირწმუნება, რომ გაბრიელს ”ბარსაში” დარჩენა სურს. მისმა აგენტმა, ადრიან ფაიხამ გუშინ განაცხადა, რომ ”მილიტო ახალ კლუბს არ ეძებს. მას აქვს კონტრაქტი ერთი წლით და შეუძლია კიდევ გახანგრძლივება. ის კმაყოფილია. გაბრიელი ესაუბრა პეპს და სუბისარეტას და საქმის ყურშია. სხვა საქმეა, რომ მისით ძლიერი გუნდები არიან დაინტერესებულნი”. უახლოეს დღეებში სპორტული დირექტორი მას დაურეკავს და განიხილავენ მის მომავალს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward