workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ლა ლიგის პირველი 3 თამაშის გამოტოვება ემუქრება

მესის ლა ლიგის პირველი 3 თამაშის გამოტოვება ემუქრება

ლიონელ მესი “ბარსელონაში” კი დარჩა, მაგრამ საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ კატალონიურმა კლუბმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სეზონის სტარტზე ვერ გამოიყენოს.

8 და 13 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, არგენტინის ნაკრები ეკვადორსა და ბოლივიას დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ მესი ამ მატჩემში მონაწილეობას მიიღებს, ის ლა ლიგის პირველ 3 შეხვედრას გამოტოვებს.

მოქმედი წესების თანახმად, ევროპაში მოქმედმა ფეხბურთელებმა, სამხრეთ ამერიკაში ჩასვლის შემთხვევაში, 14 დღიანი კარანტინი უნდა გაირონ. ეს ნიშნავს, რომ თუ მესის 8 ოქტომბერს თამაში სურს, ის არგენტინაში ყველაზე გვიან 23 სეტემბერს უნდა ჩავიდეს, რაც ავტომატურად 3 თამაშის გამოტოვებას ნიშნავს – 27 სექტემბერს “ვილიარეალთან”, 30 სექტემბერს “სელტასთან” და 4 ოქტომბერს “სევილიასთან”.

Sport-ის ცნობით, FIFA-მ ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და შეთანხმება მიღწეული 17 სექტემბრამდე უნდა იყოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 16 სექ 2020, 11:52
    #5

    ციტატა: totti10
    ძალიან კარგი იქნება და ის 14 დღეც კარანტინში რომ იქნება, რადგან ტრინკაოს და ფატის მიეცმა დიდი დრო, ახალი სისხლი და ახალი გამოწვევებია საჭირო აღარაა მესი სუარესის ძირითადის დრო და სჯობს ნელნელა ახალგაზრდებზე გადაეწყოს გუნდი, სუარესი იმენა უნდა გაუშვან სასწრაფოდ 25 მილიონი სკამზე ჯდომისთვის რავიცი, გუშინ ვიდეოს ვუყურე ვარჯიშის და აი იმენა დათვის ბელივით დაგორაობს იმსისქეა, აი იგუანი რომ იყო იუვეში გასიებული მასეა, მესისაც უკვე ეტყობა რომ აღარაა ის რაც წლების წინ იყო, ახლა ვალვერდე სეტიენს არ დააბრალოთ ამის თავჩაღუნული თამაში :დ


    აი ეს დაბლოკეთ რაა ამოვიდა ყელში უკვე ამის უვიცი და დებილო კომენტარების კითხვა

  • M10 S9 D11
    schedule 16 სექ 2020, 11:36
    #4

    აუუ ამათმაც სად ჩააკვეხეს ეს თამაშები

  • MARADONA1968
    schedule 16 სექ 2020, 11:31
    #3

    მესი ნაკრებში უნდა წავიდეს! ეს 3 თამაში პირიქით შეიძლება უკეთესიც დარჩეს განსაკუთრებით ტრინკაუსთვის

  • Bola
    schedule 16 სექ 2020, 10:59
    #2

    ჯერ ნაკრებია მერე კლუბი.

  • Msn91011
    schedule 16 სექ 2020, 10:08
    #1

    ეს რა უაზრობაა ტვინი მოტ*ნეს ამ
    კარანტინებით. რატო უნდა გამოტოვოს ან ნაკრების ან გუნდის თამაშები თან ერთ თამაშზე ხო არაა საუბარი რამოდენიმე მნიშვნელოვანი