workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაუტარო მარტინესი “ინტერთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს | Sky Sports

ლაუტარო მარტინესი “ინტერთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს | Sky Sports

Sky Sport-ის ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ მიუხედავად “ბარსელონასა” და ლაუტარო მარტინესის შესახებ გავრცელებული ჭორებისა, არგენტინელი შემტევი “ინტერში” დარჩება.

როგორც იცით, დღეს ლაუტაროს აგენტსა და “ნერაძურის” წარმომადგენლებს შორის კონტრაქტის განახლების შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც აგენტი კომენტარს აკეთებს: “ლაუტარო “ინტერის” ფეხბურთელია. ჩვენი საუბარი სხვა კლუბებს არ შეხებია. ამჟამინდელი გუნდის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს”.

ამავე წყაროს ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა შედგება, რის შემდეგაც, ფეხბურთელის წასვლა პრაქტიკულად გამოირიცხება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 14 სექ 2020, 22:46
    #1

    კარგია რაც შეიძლება დიდი ფასი დაადეთ რო ბარსამ ერთხელ და სამუდამოდ გადაიფიქროს ამის ყიდვა