მოგეხსენებათ, “ბარსელონა” ცენტრალური თავდამსხმელის ძიებაშია, ვაინიდან, კლუბს ლუის სუარესის გაშვება აქვს გადაწყვეტილი.
ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელთათვის იდეალური ვარიანტი, შესაძლოა, ედინსონ კავანი იყოს, რომელიც პსჟ-ს დატოვების შემდეგ უგუნდოდაა.
გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ურუგაველი “ბარსას” 2-ჯერ შესთავაზეს. წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილი შემტევი საკმაოდ მაღალკვალიფიციური ფეხბურთელია, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობამ მის შეძენაზე უარი განაცხადა, რადგან იგი პრიორიტეტთა შორის არ გახლდათ (სულ მცირე იმ პერიოდში). 33 წლის თავდამსხმელი ფიქრობს, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” მისი პოტენციური მოკლევადიანი კონტრაქტი, შესაძლოა, კუმანის გეგმებში შედიოდეს.
თუმცა, იმისდა მიუხედავად, რომ საკითხავია, ბართომეუ ძვირადღირებული ტრანსფერის გაჩარხვას რამდენად შეძლებს, კლუბის მთავარი მიზანი მაინც ლაუტარო მარტინესის შეძენაა.
რაც შეეხება ედინსონს, შეგახსენებთ, მას მადრიდის “ატლეტიკოს” აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება ვერ შეგდა, შემდეგ კი იგივე “ბენფიკასთან” მიმართებით მოხდა.
კარგი ახალგაზრდაა, იმედია არ გავაფუჭებთ
🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣
ბიჯოო არაა ფალკაოც იყოს სამიზნეებშიი მაინც რაც მეტი მით უკეთსი …….. ბლინ იმენა მარაზმიაა ნამდვილიი
ნამდვილი მაზახიზმი იქნება ამის მოყვანა და ჯეკას გაშვება.
Eg rac chamotvale yvelaferi iyo liga 1 da aramgonia aman la ligashi 6 tvec gaqachos
რა ფულის გადაყრაზეა საუბარი, ხელფასის? შესთავაზონ 5 მილიონი. ხომ არ ყიდულობენ თავისუფალი აგენტი არ არის.
გიხსნით:… სუარესი და კავანი სხვადა სხვა ტ ი პ ი ს ფორვარდებია რომელთაც საერთო მხოლოდ ორი რამ აქვს… ასაკი და ამპლუა, დანარჩენში ესენი განსხვავდებიან როგორც ცა და მიწა და თუ ერთი (სუარესი) ვერ ჯდება ახალი მწვრთნელის სქემაში… მხოლოდ და მხოლოს სქემაში მეორე კი ჯდება, ესაა და არა კლასი და დონე მიზეზი იმისა თუ რატომ უშვებენ სუარესს გუნდიდან, მარტივია როგორც 2+2=4.
ამის მოყვანა თუ უნდათ სუარესს რაღას უშვებენ
ამას 33 წლის არაფელი ეტყობა და ერთ სრულ (3-4 წელი) ციკლს ადვილად გაუმკლავდება და თუ არჩევანის წინაშე დამაყენეს… დეპაი თუ კავანი გარემოებების ჯამში კავანის ავირჩევდი, ნამდვილი რაკეტაა, მუშა ცხენი, მსუბუქი, გაჯეჯილი, გატანის მანქანა, ერთნაირად ძლიერი გუნდურად და ინდივიდუალურად და ყველაზე მეტად მომწონს მაში სტაბილურობა, ის გარკვეულ დონის ქვემოთ პლანკას არ უშვებს.
33 წლის კავანი მოგიყვანია თუ 33 წლის სუა გყავს აზრი არ აქ. ტყუილად ფული გადაყრა იქნება სუა დარჩეს ჯობია.😑😑😡😡
სიგიჟეააააა ….. სუარესის გაშვება და კავანის მოყვანა ?????