მას შემდეგ რაც კუმანმა 4-2-3-1-ით ითამაშა, ან გნებავთ 4-2-1-3 უწოდეთ, Mundo Deportivo-მ გაიხსენა „ბარსას“ ბოლო პერიოდის მწვრთნელები, რომლებსაც იგივე სისტემის დანერგვა სურდათ. კუმანი ამ ტაქტიკას იყენებდა ჰოლანდიის ნაკრებში, სადაც წარმატებას მიაღწია, გუნდი შენების გზაზე დააყენა, შემდეგ კი მიატოვა. როცა პირველად თქვა უარი „ბარსას“ მწვრთნელობაზე, მაშინ მიზეზად ევრო 2020 მოიშველია, მაგრამ რადგან ტურნირი გადაიდო, ბევრი აღარ მოუცდია და „ბარსასთან“ კონტრაქტი გააფორმა, ალბათ მიხვდა, რომ მეტი შანსი აღარ ექნებოდა.
ვალვერდეს უწინასწარმეტყველებდნენ, რომ იგივე სქემას გამოიყენებდა, მაგრამ 4-4-2 არჩია, პრაგმატული და უფანტაზიო. სეტიენმა ყველაფერი მოსინჯა, მისი საყვარელი 3-5-2, 3-4-3, მერე 4-3-3, ბოლოს 4-3-1-2 გამოიყენა, მაგრამ პრობლემა სქემაში არ ყოფილა.
ვან გაალი იყენებდა 4-3-3-ს და 4-2-3-1-ს, გვარდიოლამ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა 4-3-3 სისტემა და ახალი შტრიხიც შემატა, ცრუ ცხრიანის სახით. თავის ბოლო სეზონში 3-4-3-საც ხშირად იყენებდა.
კუმანის ტაქტიკა კი ასე გამოიყურება:
რაიკაარდს კი ტაქტიკის შეცვლა მოუხდა, დაიწყო 4-2-3-1-ით, რომელმაც არ იმუშავა. დროთა განმავლობაში 4-3-3-ზე გადავიდა. ამ ტაქტიკას კი წარმატება იქამდე არ მოუტანია, სანამ ზამთრის შესვენებაზე „ბარსამ“ დავიდსი არ დაიმატა, რადგან აუცილებელი იყო ფეხბურთელი, რომელიც შავ სამუშაოს შეასრულებდა.
მას შემდეგ რაც რაიკაარდმა გუნდი 4-3-3-ზე გადააწყო, რონალდინიო ფლანგზე უკეთ ათამაშდა, გამოკვეთილი საყრდენი ფილიპ კოკუ გახდა, ხოლო მის წინ ჩავი და დავიდსი გაამწესა. გადაწყობამდე კი მისი ტაქტიკა ასე გამოიყურებოდა:
ეს კი ბობი რობსონის იგივე სქემა. რობსონი ერთი წლის შემდეგ გაუშვეს, სულ ცოტა დააკლდა ლა ლიგის მოგებამდე, დააკლდა იმიტომ, რომ ბოლო ტურებში არ ჰყავდა რონალდო, „ბარსა“ კი რონალდოს გარეშე ვერ იგებდა. ქულები გაიფლანგა და ჩემპიონობა „რეალს“ დაუთმო.
უნდა ითქვას, რომ რობსონის გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მეორეხარისხოვანი ტიტულები მოიგო, საკმაოდ ლამაზი ფეხბურთი ითამაშა და უამრავი გოლი გაიტანა. ასევე დაგვამახსოვრა თავი რაიკაარდის გუნდმა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ ტიტულებამდე, როცა გუნდი 4-3-3-ზე გადაეწყო. ახლა კი კუმანის ჯერია.



მოდი შევხედოთ კუმანის სქემას:
1)დავიწყოთ თავდასხმით, ჩემი აზრით აქ იმდენად იდეალურად არის გადანაწილებული ყველაფერი რომ გადასარევად. ერთად ერთი სუ ვამბობ და გავიმეორებ, ფორვარდს ზამენაზე სუარეს დაბტოვებდი და ბრეითვეიტს გავუშვებდი, შიგადაშიგ ფატის ვათამაშებდი და მომავალ წელს კი უკვე სუარეს გავუშვებდით ღირსეულად. დე ლაფუენტეს კი აუცილებლად დავტოვებდი.
2) რაც შეეხება ნახევარდაცვას ამ სქემას რა თქმა უნდა დაემატება პიანიჩი, ალენასაც დავტოვებდი და თუ გუნდი საჭიროების დროს 4 3 3 ზე გადაერთვება აქ ძალიან დიდი როტაციის საშუალება მოგვეცემოდა. მესის ფორვარდობიდან დაწყებული ტრინკაოს შემტევი ნახევარმცველობით დამთავრებული, ისევე როგორც პედრის და პუჩის. არც აქ არ დავამატებდი ნახევარმცველებს უახლოესი 2 წლის განმავლობაში, მითუმეტეს აუარს მიუხედავად ჩემი პატივისცემისა. თუ დავამატებდი ალბათ უფრო საყრდენს რადგან 2 წელიწადში არც ბუსკეტსი გვეყოლება და არც პიანიჩი დიდი ალბათობით. თუმცა ალეიას აშკარად აქვს პოტენციალი მაგ პოზიციაზე გაქაჩოს. აი კამავინგას ყიდვა გაასწორებდა თუმცა ალბათ რეალი დაითრევს მალე.
3) ახლა კი ყველაზე სუსტი რგოლი. დავიწყოთ მარჯვენა ფლანგით, სემედუც და რობერტოც ორივე გასაყიდია რეალურად. არც ვიცი აქ ვინ უნდა ვიყიდოთ, ვითომ დესტი მაგრამ რამდენად გაქაჩავს არ ვიცი, პლიუს მეორეც გვინდა ვინმე .კიმიხს არავინ მოგვცემს. პიკე და ლენგლე ორივე გასაშვებია წელს ეს არ მოხდება მაგრამ მომავალ წელს ვნახოთ. არამგონი გარსია ამ არუხოზე უკეთესი იყოს. თუ ვიყიდით უპამეკანო უნდა ვიყიდოთ და არაუხო ზამენაზე. თუ არადა ჟიულ კუნდეც გადასარევი ვარიანტია 70 რ არ ღირდეს. მარცხნივ კიდევ აუცილებლად ვიყიდდი მალანგ სარს და ტალიაფიკოს. მალანგ სარი სუფთა მომავლის პროექტია რომელის ცენტშიც თამაშობს და აპორნზეც საჭიროებისას