ყოფილი ფეხბურთელი, მიჩელ სალგადო, რომელიც 10 წლის განმავლობაში (1999-2009) მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში თამაშობდა, ანსუ ფატიზე საუბრობს.
“დაუჯერებელია, რომ ეს ბავშვი ამ ასაკში უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. მას შეუძლია, თამაშის ტემპი შეცვალოს და აქვს გამბედაობა, მცველებს პირდაპირ გაუმკლავდეს. თანამედროვე ფეხბურთში ამას იშვიათად ვხედავთ.
არ მინდა, ის მესის შევადარო – მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეუცვლელები არიან, თუმცა ნამდვილად შესაძლებელია, “ბარსამ” თავისი მომავალი ანსუ ფატის ირგვლივ ააგოს”. – ამბობს სალგადო “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავზე.
აბაო სასადილოდ ვერ დადებაო მაგათთანო… და დესერტიც არ შეხვდებაო… ეგ როგორ იყო.
აცალეთ განვითარება წნეხის გარეშე, არ დათარსოთ.