workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნან კრესპოს რჩევა ლეო მესის

ერნან კრესპოს რჩევა ლეო მესის

ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი, ერნან კრესპო კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარულ ფეხბურთელს, ლიონელ მესის რჩევას აძლევს.

“მიუხედავად იმისა, რომ ხორხე მესის (ლეოს აგენტი და ამავდროულად, მამა) დიდ პატივს ვცემ, მაინც ვფიქრობ, რომ “ოქროს ბურთის” 6-გზის მფლობელს გვერდით ნამდვილი პროფესიონალი სჭირდება. 

ერთი და იგივე არ არის, როდესაც უბრალოდ აგენტი გესაუბრება და როდესაც, ვიღაც სპეციალისტი გირჩევს. 

არსებობს საქმეები, რომლებიც იქამდე უნდა მოგვარებულიყო, სანამ სერიოზულ სახეს მიიღებდა და არა – ახლა. არ ვიცი, ხორხე რამდენჯერ მიუჯდა მაგიდას, რათა თავისი შვილის კონტრაქტის თემა გადაეწყვიტა. ლეოს ხელშეკრულების გახანგრძლივება მარტივია, აქ გამოცდილება დიდ როლს არ თამაშობს.”, – აცხადებს კრესპო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 12 სექ 2020, 01:25
    #2

    მამას არანაირი გამოცდილება არ ქონდა ამ საქმეში, მაგრამ მესის აგენტია, სულ ერთი კლიენტი ყავს. სავარაუდოდ მამამისი დახამდა ამ ფულს და უთხრა, ვიღაცას რაზე მივცეთ ეს ფული, ოჯახში დარჩეს და ბარემ მე ავიღებო. სიძუნწის გამოვლინებად მიმაჩნია ეს საქციელი ხორხეს მხრიდან.

  • Barca_MNS
    schedule 11 სექ 2020, 23:38
    #1

    100% – იგივე დაემართა ნეიმარსაც