ანტუან გრიზმანს დიდი ხნის სურვილი აუსრულდა – ახალი სეზონიდან, ის “ბარსას” 7-ნომრიან მაისურს მოირგებს. კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიტყვების მიხედვით, “ბარსელონასთვის” 7-იანი გოლების სინონიმია, მისი ახალი მფლობელი კი წინა სეზონის მე-3 საუკეთესო ბომბარდირი.
შეგვიძლია, გავიხსენოთ ფეხბურთელები, რომლებიც ამ ნომერს წარსულში ატარებდნენ. ვნახოთ, რამდენი მათგანი ასოცირდება თქვენთვის გოლებთან.
ლუიშ ფიგუ (1995-2000)

მადრიდის “რეალში” გადასვლამდე “ბარსელონას” გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელს სწორედ 7-ნომრიანი ფორმა ეცვა: მან გუნდში სულ 249 თამაში ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა. ამასთან ერთად, პორტუგალიელმა შემტევმა 7 საკლუბო ტიტული მოიგო.
კატალონიურ გუნდში გატარებული ყველა წლის ბოლოს ფიგუმ თავისი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა, გუნდიდან წასვლის შემდეგ კი ეს აღარ გაუკეთებია.
ალფონსო პერესი (2000-2001)
ფიგუს წასვლის შემდეგ 7 ნომერი მადრიდელმა თავდამსხმელმა მოირგო, რომელიც გუნდს “რეალ ბეტისიდან” შეუერთდა, “ბეტისამდე” კი “რეალში” თამაშის გამოცდილებაც ჰქონდა. პერესმა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა (ლიგაში 2 გოლის გატანა მაინც შეძლო) და მეორე სეზონში კლუბმა მისი განათხოვრება გადაწყვიტა. ალფონსო მეტჯერ აღარ გვინახავს.
ხავიერ სავიოლა (2001-2004)
შემდეგ მოვიდა სავიოლა – კატალონიელებისთვის ბევრად უფრო ადვილად გასახსენებელი. “ბარსელონას” მშობლიური “რივერ პლეიტიდან” შეუერთდა და კლუბში ოფიციალურად 6, რეალურად კი 3 წელი გაატარა. ეს “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ იყო, 146 მატჩში 60 გოლი კი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია.
ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების მსგავსად, “რეალთან” სავიოლას კარიერაც არის დაკავშირებული. ის მადრიდელების რიგებში “ბარსელონადან” გადავიდა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ შემადგენლობაში ფეხის მოკიდება გაუჭირდა და ხელშეკრულების ამოწურვამდე 1 წლით ადრე “ბენფიკაში” აღმოჩნდა.
ჰენრიკ ლარსონი (2004-06)

ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი “ბარსელონას” მაშინ შეუერთდა, როცა სავიოლამ გუნდი იჯარით დატოვა. 19 გოლი 54 შეხვედრაში – ასეთია მისი მონაგარი 7 ნომრით.
ლარსონი “ბარსაში” გადმოსვლის დროს უკვე ვეტერანი იყო და კლუბში დიდი დრო არ გაუტარებია, მაგრამ თავი მაინც დაგვამახსოვრა, განსაკუთრებით 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” “არსენალს” მოუგეს.
“ყველა საუბრობს რონალდინიოზე, ეტო’ოზე, ჟიულიზე და სხვებზე, მაგრამ მე დღეს ჰენრიკ ლარსონი დავინახე. ის მოედანზე გავიდა და ყველაფერი შეცვალა”. – თქვა ტიერი ანრიმ ამ მატჩის შემდეგ.
ჰენრიკი “ბარსელონაში” ამ სეზონში დაბრუნდა. ის ალფრედ შროიდერთან რონალდ კუმანის მთავარი ასისტენტი იქნება.
ეიდურ გუდიონსენი (2006-2010)
სკანდინავიელების “დინასტია” გუდიონსენმა გააგრძელა. “ბარსამ” ისლანდიელი შემტევი ლონდონის “ჩელსიდან” დაიმატა, სადაც მას 6 წელი ჰქონდა გატარებული.
ეიდურმა სულ 114 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. ის კატალონიური კლუბის იმ შემადგენლობის ნაწილი იყო, რომელსაც ისტორიული სეზონი ჰქონდა და პირველი ტრებლი მოიგო.
დავიდ ვილია (2010-2013)
![]()
აქ ნახსენებ ფეხბურთელებს შორის უდავოდ ყველაზე წარმატებული – ესპანელი ლეგენდა “ბლაუგრანას” რიგებს 2010-ში, “ვალენსიური” კარიერის საოცარი წლების შემდეგ შეუერთდა. “გუახე” გუნდში 3 წლით დარჩა, 119-ჯერ ითამაშა და 48 გოლი გაიტანა.
პედრო როდრიგესი (2013-2015)
პედრომ “ბარსელონაში” თამაში 2013 წელზე დიდი ხნით ადრე დაიწყო, მაგრამ 7 ნომერი ვილიას წასვლის შემდეგ აირჩია. ჯამში, ესპანელმა ვინგერმა 321 შეხვედრა ჩაატარა და გატანა 99-ჯერ მოახერხა, კონკრეტულად 7-ნომრიანი მაისურით კი მის ანგარიშზე 31 გოლია (105 თამაშში).
არდა თურანი
ლეგენდის თანახმად, არდა თურანი ისევ “ბარსელონას” ფეხბურთელია, ოფიციალური ინფორმაციით კი მან კლუბი 2020 წელს, თურქეთში იჯარით გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დატოვა.
“ბარსამ” არდა “ატლეტიკოში” ნაჩვენები კარგი თამაშის გამო შეიძინა. ის კატალონიაშიც ნამდვილად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა.
2017/18 წლების სეზონში თურანს მონაწილეობა ერთ მატჩშიც არ მიუღია, რის შემდეგაც “ბარსელონამ” მისი განათხოვრებას გადაწყვიტა. წლევანდელ ზაფხულამდე, ფეხბურთელი “ბლაუგრანას” შემადგენლობაში ირიცხებოდა და დაბრუნების სურვილიც ჰქონდა, თუმცა, რეალურად, არდა ციხესთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე “კამპ ნოუს” მოედანზე ხელახლა გასვლასთან. ამჟამად, თურქი ფეხბურთელი თავისუფალი პირობითი შეთანხმებითაა.
ფილიპე კოუტინიო (2018-2019)
თურანის შემდეგ 7 ნომერი “ბარსელონას” ყველაზე ძვირადღირებულმა შენაძენმა აირჩია. მან “კამპ ნოუზე” თამაში 14-ნომრიანი მაისურით დაიწყო, 7-იანი კი მოგვიანებით მიიღო.
კატალონიური გრანდის რიგებში აქამდე ჩატარებულ 76 მატჩში, მის ანგარიშზე 21 გოლია. კოუტინიომ წინა სეზონი იჯარით “ბაიერნში” გაატარა, მაგრამ გერმანულმა კლუბმა მისი გამოსყიდვა არ ისურვა და ახალი სეზონიდან ფილიპე “ბარსელონაში” გამოსვლას გააგრძელებს.
ანტუან გრიზმანი (2020-…)
![]()
კოუტინიოს იჯარის პერიოდში 7-იანი ვაკანტური გახდა, რითაც ფრანგმა თავდამსხმელმა ისარგებლა. ის ამ ნომერს თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში ატარებდა, “ბარსელონაში” თამაში კი 17 ნომრით დაიწყო.
მალე ვნახავთ, როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება გრიზმანის კარიერაზე, 17 კი მისთვის იღბლიანი რიცხვი ნამდვილად არ გამოდგა: მხოლოდ 15 გოლი 48 შეხვედრაში. მისი მსგავსი ფეხბურთელისთვის საკმაოდ ცუდი შედეგია, თუმცა – გაუმჯობესებადი.
კოუტინიო ალბათ 28 ნომრიან მაისურს ჩაიცვამს და გახეხავს სატადარიგოთა სკამს 😡 😈
82 რომ აიღოს? 😄
კოუტინიო ალბათ 28 ნომრიან მაისურს ჩაიცვამს და გახეხავს სატადარიგოთა სკამს 😡 😈
კოუტინიო რა ნომერი იქნება? ალბათ 6 ან 8
ელ გუახე 😍