workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

13 აგვისტოს “ბარსელონამ” 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1942 წელი

ფრანსისკო ფრანკოს მიერ დანიშნული ენრიკე პინეირო “ბარსელონას” პრეზიდენტი მეორედ გახდა.

1973 წელი

იოჰან კრუიფი “ბარსელონას” შემოუერთდა.

1999 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი რიკი პუჩი. 2018-2022 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 56 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. პუჩმა “ბარსელონასთან ერთად 1 ლა ლიგა და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

2008 წელი

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლას ოფიციალური დებიუტი შედგა. მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაკოვის “ვისლა” 4-0 გაანადგურა. გოლები ეტოომ (2), ჩავიმ და ანრიმ გაიტანეს.

2017 წელი

ერნესტო ვალვერდეს პირველი “ელ კლასიკო” “კამპ ნოუზე” მარცხით (1-3) დასრულდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 13 აგვ 2021, 16:18
    #3

    ეგ კლასიკო სუპერთასზე იყო მე მგონი, გუნდი ხო გააჩემპიონა მაინც.

  • La Pulga10
    schedule 13 აგვ 2021, 11:02
    #2

    მაგრად გვაკლია დიდი იოჰანი,ერთი-ორ კარგ რჩევას მისცემდა ლაპორტას.

  • C.PC5
    schedule 13 აგვ 2021, 10:27
    #1

    მოვიდა კრუიფი და ჯერ როგორც ფეხბურთელმა, შემდეგ როგორც მწვრთნელმა შექმნა ეპოქა❤️❤️❤️🙏